ქრისტიანულ-სოციალისტური მეტაეკონომიკა
როგორია ქრისტიანულ-სოციალისტური ეკონომიკური მოდელის წანამძღვრები–პრინციპები, ნორმები, ღირებულებები, როგორია ის მიღმური – არაეკონომიკური, რაც თვით ეკონომიკურ შინაარსსა და ბუნებას განსაზღვრავს, ანუ როგორია ქრისტიანულ-სოციალისტური მეტაეკონომიკა? როგორც ცნობილია, ტერმინი მეტაეკონომიკსი პირველად ავსტრიელმა მათემატიკოსმა, გამოჩენილი ეკონომისტის შვილმა, კარლ მენგერმა გამოიყენა იმ ახალი ტიპის ეკონომიკის შექმნის აუცილებლობის გამოსახატავად, რომელშიც შესაბამისი პროცესები რაოდენობრივად ზუსტ მათემატიკურ ფორმულებში აისახებოდა და ამით ეკონომიკა მეცნიერულ […]