რა არის ქრისტიან–სოციალიზმი და ვინ არიან ქრისტიან -სოციალისტები?
„როცა ქრისტიანები ჩაერთვებიან სოციალურ რევოლუციაში– ის უძლეველი გახდება“ ჩე გევარა ქრისტიანული სოციალიზმი ზოგადად შეიძლება განიმარტოს, როგორც ქრისტიანობის რელიგიურ–ეთიკური რწმენისა და სოციალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებისა და მიზნების ერთიანობა– კომბინაცია. ქრისტიანულ–სოციალისტური მოძრაობა ევროპაში მე–19–ე საუკუნის შუახანებში ჩაისახა, რომელიც ცდილობდა ქრისტიანობის სოციალური პრინციპები გამოეყენებინა მოდერნულ ინდუსტრიულ ცხოვრებაში. ამ ტერმინით ქრისტიანი აქტივისტები მოუწოდებდნენ სოციალური და ეკონომიკურ–პოლიტიკური მოქმედებისკენ Laissez-faire („გაუშვი–აკეთოს“) პრინციპით […]