ნეოლიბერალური საჯარო მენეჯმენტის სიმახინჯე
ალბათ ბევრი თქვენგანი დაფიქრებულა თუ რატომ ხდება, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში მოდაშია საჯარო თანამდებობებზე ისეთი ხალხის დანიშვნა, რომლებსაც მოცემულ სფეროსთან არანაირი კავშირი არა აქვთ. რა აზრი აქვს მთავარ არქიტექტორად ბუღალტრის დანიშვნას? ვისაც ამ კითხვაზე პასუხის მოფიქრება უცდია ალბათ დაინტერესბულა იმითაც თუ რატომ ხდება უმაღლეს სასწავლებლებში კადრების შეფასება ძირითადად რაოდენობრივი მაჩვენებლებით (სტატიების რაოდენობა, მაგალითად). რატომ […]
რატომ გვაშინებენ ”პრორუსული” ძალებით
ყველა რეჟიმს, მიუხედავად მისი ხასიათისა, ლეგიტიმაციის წყარო ესაჭიროება. დემოკრატიის ლეგიტიმაცია ხალხის სუვერენულობას ეფუძნება, ტოტალიტარიზმის იდეოლოგიას, ხოლო ავტორიტარიზმის კი, უმეტეს შემთხვევაში ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნის საზოგადოებაში არსებულ როგორც შიდა პოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობის განცდასა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიშს, რომელიც, როგორც წესი, მძიმე სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული. ავტორიტარულ ელიტას მონოპოლიზირებული აქვს რა საზოგადოების სოციალური ემანსიპაციისთვის […]