რეჟიმის ახალი ფაზა
ეს სტუდენტთა თვითორგანიზებული ჯგუფის, ლაბორატორია 1918–ის მიერ ორგანიზებული გუშინდელი საპროტესტო აქციის სურათებია, რომელზეც 26 მაისის ღამეს სპეცრაზმის მიერ რუსთაველზე შეკრებილი საპროტესტო აქციის ვანდალური დარბევა გავაპროტესტეთ. დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიტიკის სოციოლოგიაში დავალებად მქონდა გამეანალიზებინა ძალაუფლების ფენომენი, მისი დარეგულირების საშუალებები და ქართული რეალობა ამ კუთხით. ესეში დიდი ამბით ვაანალიზებდი, რომ ძალაუფლების უზურპირება ერთი პირისა თუ სტრუქტურის […]
გამოღვიძების პირველი ნიშანი
დღეს რუსთაველის ძეგლთან უბრალო ხალხი შეიკრიბა ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად. Facebook-ის, forum.ge-ს და რამდენიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალების მეშვეობით შეკრებაზე 10000 ადამიანი მოვიდა. 26 მაისის სახელისუფლებო ტერორიდან 2 დღეში ამ რაოდენობის ადამიანთა შეკრება, როგორც მინიმუმ იმედის მომცემია. მაგრამ, ამ პროტესტის დემონსტრაციაზე არანაკლები იყო უკვე პარლამენტთან გადანაცვლებული ხალხის ცალსახა პოზიცია დღესარსებული ოპოზიციური პარტიების მიმართ _ შეკრებილებმა არ მისცეს […]