საქართველო-ისრაელი _ მეგობრობიდან აფხაზეთამდე

  დღემდე საქართველო-ისრაელის ურთიერთობები კარგი იყო, ისევე როგორც კარგი იყო ქართულ-ებრაული ურთიერთობები.  „კარგს“ და არა „იდეალურს“ იმიტომ ვამბობ, რომ გავემიჯნო ქართულ სუფრულ ინტერნაციონალიზმს და მასზე დაზეპირებული 26 საუკუნოვანი მეგობრობით მუდმივ აპელირებას. ურთიერთობები იდეალური ვერ იქნებოდა იმ მიზეზით, რომ ქართველ ებრაელობას ახსოვს მე-19-20 საუკუნეებში მომხდარი ანტისემიტური გამოხტომები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში(ქუთაისი 1878, 1965, წყალტუბო 1963, ზესტაფონი 1964) […]