ეგვიპტეში მყიფე სტაბილურობამ არ გაამართლა
18 დღიანი სამოქალაქო აქტივობის შემდეგ, ჰოსნი მუბარაკის ავტორიტარულმა მმართველობამ ეგვიპტეში 30 წლიანი არსებობა დაასრულა. პროტესტის წარმატების მთავარი განმაპირობებლი ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი იყო. პოლიტიკურმა და განსაკუთრებით სოციალურმა უსამართლობამ მოახერხა ის, რომ სხვადასხვა სოციალური იდენტობის ადამიანი, ერიც და ბერიც ერთი – ჩაგრულის იდენტობის ქვეშ გააერთიანა. ხალხმა მოახერხა საერთო ნების გენერირება პროტესტის სახით და მისი რეალიზაცია აქტიური ქმედებით, […]