მაოხრებელი მკვდრის არასაიდუმლო სირობა

თვეების განმავლობაში ოპოზიციისგან ყოველმხრივ რეკლამირებული წარმომადგენლობითი სახალხო კრება მკვდარშობილი დაიბადა. მშობელიც და მკვლელიც თავად ოპოზიცია აღმოჩნდა. მიტინგზე შეკრებილ 10 ათას ადამიანს ოპოზიციამ და ოპოზიციურმა საზოგადოებრივმა ელიტამ კონკრეტული მოქმედების გეგმის ნაცვლად შესთავაზა თავისი თავი, ახალ ამპლუაში გამოწყობილი ძველი სახეები, ხოლო  ხელისუფლების შეცვლის დაპირება დაპირებადვე დარჩა, რეალური ცვლილებების მოლოდინში მყოფი საზოგადოება პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. წარმომადგენლობითი სახალხო კრების […]