ხალხი და ივანიშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ

გიორგი უძილაური„ქართუ ბანკთან“ ხალხის რიგი ყოველდღიურად იზრდება. მოსახლეობა ბანკთან სოლიდარობის ნიშნად სიმბოლური თანხით ანგარიშებს ხსნის. დამოუკდებლობის აღდგენიდან დღემდე ეს არის  სოლიდარობის მასიური გამოვლენის პირველი აქცია, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა მხრიდან საკუთარი ფინანსების ნებაყოფილებით გაღებას. ამ სოლიდარობის უნიკალურობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ თავად ბანკს ფინანსურად არათუ არ უჭირს, მისი მფლობელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდირდესი ადამიანია. ბანკის ერთადერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მისი მფლობელი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და სერიოზული საფრთხე შეუქმნა არსებულ მმართველ რეჟიმს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გააქტიურებით „ქართუ ბანკს“ დღეს პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომაც საზოგადოებას არ გაკვირვებია, რომ მმართველმა რეჟიმმა  ბანკის დატერორება, ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებზე  ზეწოლა, რათა მათ დახურონ საკუთარი ანგარიშები ივანიშვილის კუთვნილ ბანკში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზეწოლა მიდის იმ სამეცნიერო და კულტურულ დაწესებულებებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ფინანსირდებოდნენ და დღესაც ფინანსდებიან ბიძინა ივანიშვილის ფონდებისგან. ხელისუფლება ცდილობს „ქართუ ბანკის“ გაკოტრებას, არც ისაა გამორიცხული, რომ რეჟიმმა აირჩიოს უფრო მოკლე გზა და საერთოდ დახუროს ბანკი ამა თუ იმ მიზეზით. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით არის ქართული საზოგადოების სოლიდარობა უნიკალური პოლიტიკური დემარში ხელისუფლების წინააღმდეგ. „ქართუ ბანკის“ ოფისებთან რიგში მდგომ ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ, რომ თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ბანკის განადგურება, მათი ანაბრები შეიძლება დაიკარგოს,  და ამის მიუხედავად საათობით დგანან რიგში. ეს კი უკვე სულ სხვა რეალობის მაჩვენებელია.
დღევანდელი საზოგადოება არ გავს 2-3 თვის წინანდელ საზოგადოებას. „ივანიშვილის ფაქტორმა“ პოლიტიკაში დეტონატორის როლი შეასრულა და აქამდე უიმედობაში მყოფი, შეურაცხყოფილი, დაცემული, დატერორებული საზოგადოება ფეხზე წამოდგომას იწყებს. რაც ყველაზე საინტერესოა, ხდება საზოგადოების თვითორგანიზება ყოველგვარი გარე ინპირირებისა და მოწოდებების გარეშე. ამ თვითორგანიზებას ძალას აძლევს იმედზე დამყარებული მოტივაცია. მოტივაცია, რომელიც უფრო ძლიერია ვიდრე რეპრესიების შიში. „ქართუ ბანკის“ რიგებში მდგომი ხალხი აცნობიერებს, რომ რეჟიმს შეუძლია ხელში ჩაიგდოს თითოეული მოქალაქის მონაცემი, ინფორმაცია ყველაზე, ვინც ბანკზე ტერორის დაწყების შემდეგ ანგარიშს ხსნის და მაინც დგანან რიგში.
შესაძლოა სოლიდარობის აქციის მონაწილეების ნაწილს არც აქვს ბოლომდე გაცნობიერებული, თუ რა მნიშვნელობის პრეცენდენტს უყრის ის საფუძველს, თუმცა ამ გაუცნობიერებლობაში უფრო მეტი პერსპექტივაა ქვეყანაში სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებისა. ეს სოლიდარულობა არ შემოიფარგლება მხოლოდ პროტესტით უსამართობის მიმართ და არც სარისკო ინვესტორებით მომავლის პოლიტიკაში. ეს  აქცია საფუძველს უყრის ქართული საზოგადოების, როგორც საერთო ინტერესებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თანაზიარი ვალდებულებების მქონე ერთობას.
„ქართუ ბანკის“ სოლიდარობას და მის სიმბოლურ ფინანსურს მხარდაჭერას საზოგადოება გადაჰყავს პასიური მოთამაშიდან აქტიურ პოზიციაში,  მაყურებლის რიგებიდან აქტორების რიგში, ხალხი პოლიტიკაში ერთვება. ხალხის პოლიტიკაში ჩართვა კი აუცილებელი პირობაა სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის აშენებისთვის.
მოსახლეობის მხრიდან „ქართუ ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერა, თუნდაც სიმბოლური თანხით იძენს კიდევ ერთ, და შესაძლოა თანამედროვე პოლიტიკური ვითარებისთვის უმთავრეს პოლიტიკურ დატვირთვას _ მოსახლეობა აფინანსებს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას პოლიტიკაში. ხელისუფლებას უვკე აღარ აქვს უფლება თქვას, რომ „ივანიშვილი ყიდულობს საქართველოს“ , მითუმეტეს ვეღარ იტყვის, რომ „ხალხს ბიძინას ფული აინტერესებს“. მორჩა, დამთავრდა ეს სპეკულაციები, ხალხი პოლიტიკის თანაშემოქმედია. თუ ივანიშვილი მზადაა დახარჯოს ფული საქართველოში პოლიტიკის შესაცვლელად, იგივე მზაობას გამოხატავას მოსახლეობას. ივანიშვილი და ხალხი დღეს უკვე თანაბარი პარტნიორები არიან პოლიტიკაში.

ფოტოები აღებულია forum.ge დან
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ