ქართული სტუდენტობა _ არჩევანი ადამიანობასა და საქონლობას შორის

როგორც სპეციალისტები ამბობენ, გვიანიმოზარდობის ასაკში ადამიანებს იდენტობა უყალიბდებათ ანუ თავს ადამიანების კონკრეტულ კატეგორიას მიაკუთვნებენო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარებისთვისო.მოზარდები იმიტომ არიან მუდმივ ძიებაში რომ იპოვონ ეს იდენტობა და ამითი თავისი პოროვნების მთლიანობა საბოლოოდ გაამტკიცონო.

როდესაც ქართულ სტუდენტობას ვუყურებ, ვფიქრობ თუ ვის იდენტურად ჩათვლიან ისინი საკუთარ თავს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ის თუ ვის იდენტურად ჩათვლიან ის სტუდენტები თავს, რომლებსაც ლიდერობის უნარი და ამბიციები აქვთ.

ჩვეულებრივ, ადამიანები ცდილობენ წარმატებულობასთან და წარმატებულებთან გააიგივონ თავი. ვინ არის დღევანდელ ქართულ უნივერსიტეტებში წარმატებული? მაგალითადსტუდენტური თვითმართველობის” წარმომადგენლები ელიტური, ფულიანი, “გაჩითულიდა ავტორიტეტულებიც კი არიან.

რამდენ სტუდენტს მოუნდება მათთან გააიგივოს თავი, გაიწვრთნას მმართველი რეჟიმის მომსახურებაში, გაყიდოს თავი ორ გროშად და პოლონეთში კონფერენციად? რამდენს ენდომება იყოს ავტორიტეტი, რომლის პროფესრებსაც კი ეშინიათ? რამდენს ენდომება პერსპექტივაში მთავრობაში მოხვედრამ წარმატებული კარიერა, სპეციალური პროტექცია მოაპოვებინოს?

 

სამწუხარო ისაა რომ ამ კითხვებზე ერთი ლოგიკური პასუხია: ბერს

 

ვისაც უნდა რომ ბაკალავრიატდამთავრებული ახალგაზრობა ყოს გაყიდული იაფფასიანი ძროხებივით; ვისაც უნდა რომ ეს ქართული ახალგაზრდობა ცხოვრობდეს მამაძაღლობის, თვინიერების და დომინირების ფასეულობებით, თქვენთვის ბატონებო ეს მშვენიერი ამბავია.

 

რა ვქნათ იმათ ვისაც გვინდა ძლიერი, დამოუკიდებელი და კეთილი ახალგაზრდობა? ვინ არის უნივერსიტეტებში ასეთი მაგალითის მომცემი, თანატოლებში თუ უფროსებში? სამწუხარო სიტუაციაა ნამდვილადთუ არ ჩავთვლით ჯერჯერობით არც ისე ბევრ მოცლილ ახალგაზრდას რომლებიც თავს მუდამ ფათერაკებში იხვევე

ადამიანი ვერ გამოტოვებს განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპს. ისინი ვინც თავს უმტკიცებენ რომ თავჩაქინდრულად და მორჩილად გატარებული სტუდენტობა უბრალოდ ცხოვრების კიდევ რამოდენიმე წელიწადია, და მერე ვინც უნდათ ისინი იქნებიან, ცდებიან. მათი ესეთი ადაპტაცია გადაიქცევა სამომავლო და სამწუხაროდ სამუდამო თვისებაში. ადამიანის ცხვრად გადაქცევას წლები სჭირდება ხოლო ცხვრის ადამიანად ათეულობით წლები.

 

აბა ვინ უნდა ვიგულისხმოთ ჩვენთვის სასურველ ახალგაზრდობად?

 

არის თუ არა ის გამრიახი ახალგაზრდობა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებულ უსამართლობას ხედავს იმისი უნარის მქონე რომ სწორი არჩევანი გააკეთოს?

 

რთული კითხვაა მაგრამ უნდა გვქონდეს იმედი რომ ზოგი მაინც ახერხებს თავისი პიროვნებისთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლო გზის არჩევას. თუნდაც ეს გზა ბუნტარობის და ეკლიანი იყოს.

 აბა სხვა რისი იმედი უნდა გვქონდეს?

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ