"მოღალატეების ჯგუფებსაც კი, ბოლო თვეებში რამდენიმე შეიქმნა საქართველოში, ყველას ერთი პროგრამა აქვს _ შევეკრათ რუსეთს, დამპყრობელს, დავამხოთ ჩვენი ქვეყანა, მოვამთავროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მაგრამ 5-6 ჯგუფი ერთმანეთს ჭამს დღე და ღამ. იმაშიც კი ვერ მოილაპარაკეს, რომ ერთიანად უღალატონ და ცალ-ცალკე არიან ღალატით დაკავებულები", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ხშირად ამაყობს დიდი ბრძოლებით, თუმცა, ყველაზე დიდი ბრძოლა საქართველოს არა მხოლოდ უცხოელ დამპყრობლებთან, არამედ თვითონ ქართველებს შორის ჰქონდა. "სამეგრელო შეიკვრებოდა ქართლ- კახეთთან, დაამარცხებდა იმერეთს და გაძარცვავდა. მერე იმერეთი შეიკვრებოდა გურიასთან და ერთად შეებრძოლებოდნენ სამეგრელოს. ერთი მთავარი მეორეს გაიტყუებდა ტყეში და დათხრიდა თვალებს და მთელი ცხოვრება იყო ერთმანეთის გაუტანლობა და ქიშპი", – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ინტერპრენიუსი
ეს ციტატა საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტს ეკუთვნის. ბევრ თქვენგანს არ გაუჭირდება მისი ავტორის ამოცნობა, რადგან უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ასეთი ფრაზები გაუთავებლივ ისმის. ხან ლევან ბერძენიშვილია ხალხის მტერი, ხან შალვა ნათელაშვილი, ხან კოკო გამსახურდია (რომელსაც შემდეგ პრეზიდენტი საქართველოს ელჩად ნიშნავს მეტეოროლოგიის საკითხებში), ხან სააკაშვილის უახლოესი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი, ხანაც მისი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძე. მართლაც ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა და სააკაშვილის მოღალატეები. მგონი კოკო გამსახურდიასი არ იყოს, ზოგიერთის მოღალატეობა უბრალოდ ავიწყდება და მათ თანამდებობებს ურიგებს, ზოგს არ იჭერს, რადგანაც თურმე ეს დასავლეთში დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს. ეს უკანასკნელი არგუმენტი უბრალოდ სასაცილოა.
მე უკვე 21 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვცხოვრობ – 1990 წლიდან – და ამ ხნის განმავლობაში აქაც და სხვაგანაც ბევრი ჯაშუში დაუჭერიათ – ოღონდ ცხადია ამისათვის სააკაშვილისგან განსხვავებით მრავალი იურიდიული სამხილი ჰქონიათ და არც ერთი ჯაშუშის დაჭერას არ მოჰყოლია მათი პოლიტპატიმრებად გამოცხადება. მაგალითად ოლდრიჯ ეიმსის დაპატიმრება გამოდგება 1994 წელს, ცივი ომის დამთავრებიდან რამოდენიმე წელიწადში – ეიმსი სწორედაც რომ რუსეთის ჯაშუშობაში ამხილეს და ის ახლაც იხდის უვადო სასჯელს ამერიკის ციხეებში. არავის არ მოსვლია აზრად ეიმსისგან პოლიტპატიმარი შეექმნა – ეს წარმოუდგენელიც არის. რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტებს და ვიცე პრეზიდენტებს, ამერიკაში მათაც სჯიან თუ ამის იურიდიული სამხილი არსებობს – 'უოტერგეიტის' სკანდალი მხოლოდ ერთი მაგალითია. ნიქსონზე ბევრად უფრო წარმატებული პრეზიდენტი ბილ კლინტონიც კი იმპიჩმენტის მსხვერპლი გახდა ჯაშუშობაზე ბევრად უფრო უწყინარი ბრალდების საფუძველზე – და არავის მოსვლია აზრად თავში ის მსხვერპლად გამოეცხადებინა.
მაშასადამე, ის არგუმენტი რომ დასავლეთის პრესა და უფლებადაცვითი ორგანიზაციები ჯაშუშების უფლებებს იცავენ სრულიად თითიდან გამოწოვილია.
მაშ, რატომ ხდება ისე რომ საქართველოს პრეზიდენტს ყოველ ნაბიჯზე მოღალატეები ელანდება და ამის საფუძველზე საკუთარ სპეცრაზმზე ადამიანებს ახოცვინებს, მათ არააადამიანურად აწამებს და ეჭვმიტანილებს კი ან საერთოდ არ აპატიმრებს, ან მათ ელჩებად ნიშნავს?
ძალიან საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება იმის რომ ეს საბჭოური მეთოდებით შეთითხნილი ბრ