"საქართველოს განვითარების დაახლოებითი მოდელი არის სინგაპური…ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინსვლა სინგაპურის მაგალითზე“-ეს სიტყვები სააკაშვილმა 2010 წლის ივნისში თქვა. ზოგმა ჩათვალა, რომ ეს პრეზიდენტის მორიგი იმპულსური აფეთქება იყო, მაგრამ სააკაშვილი სერიოზულად საუბრობდა.
2011 წლის თებერვალში პრეზიდენტმა კვლავ ისაუბრა სინგაპურის მაგალითზე და თან დაამატა _ "ხშირად ევროპელებიც გვეუბნებიან, რა სინგაპური აგიტყდათ, იქ სულ სხვა სიტუაციაა, სულ სხვა რეჟიმი იყო, თქვენი ქვეყანა მიდის ევროპული დემოკრატიის გზით და ეს მართლაც ასეა, მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს არასტაბილურობას“. ანუ, ევროპულ დემოკრატიას სააკაშვილი აღიარებს, თუმცა მას სინგაპურის თვალით უყურებს.
პრეზიდენტს გამორჩა აეხსნა მოსახლეობისთვის თუ რას ნიშნავს სინგაპურის მოდელი გარდა იმისა, რომ სინგაპური მდიდარი სახელმწიფოა. ეს დეტალები ბევრად კარგად ახსნა სააკაშვილის და მისი გუნდის ფავორიტმა რუსმა ჟურნალისტმა იულია ლატინინამ ვრცელ სტატიაში the brave future world, რომელიც მიუძღვნა სინგაპურს.
სტატიაში აღწერილია თანამედროვე სინგაპურის ცხოვრება და ის გზა, რომელიც ამ სახელმწიფომ გაიარა. წერილის წაკითხვისას ქართველი მკითხველი აღმოაჩენს ბევრ მსგავსებას ხელისუფალთა მოქმედებებში, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა, თავად ლატინინას და მისი ქართველი მმართველი თანამოაზრეების დამოკიდებულება სინგაპურული გზისა და ევროპისადმი. ამ დამოკიდებულებაში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება თუ რატომ არ უხარია ევროპას საქართველოს სინგაპურიზაცია.
სინგაპური თბილისზე 2-ჯერ დიდ ფართობზე გაშენებული ქალაქი სახელმწიფოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბრიტანეთის იმპერიას სინგაპურის ადგილზე ქონდა სამხედრო ბაზა და სავაჭრო ზონა, რომლის გარშემო შეიქმნა ქალაქი. შემდეგ ბრიტანელები წავიდნენ, სინგაპური მოექცა იაპონიის ოკუპაციაში, ომის შემდეგ შევიდა მალაიზიაში, შემდეგ გამოეყო მას და 1965 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. სინგაპურს სათავეში ჩაუდგა სინგაპურის პრემიერ მინისტრი 1959 წლიდან, კემბრიჯის უნივერსიტეტდამთავრებული ლი კუან იუ. საქართველოს პრეზიდენტის ეს სამხრეთაღმოსავლეთაზიელი კუმირი 31 წელი ოფიციალურად მართავდა სინგაპურს, დღეს კი არაოფიციალურად მართავს, დღევანდელი პრემიერი მისი შვილი ლი სიან ლუნია.
ლატინინას წერილი ოფიციალურად სინგაპურზეა, არაოფიციალურად კი ეხება და ტრიალებს სწორედ ლი კუან იუს ფენომენის, მის მიერ შექმნილ „ეკონომიკურ სასწაულის“, მის მემუარების და მმართველობის სპეციფიკის გარშემო. კურიოზულია ამ ვითომ პროგრესული ჟურნალისტის ალალი აღფრთოვანებას ლი კუან იუს და მისი მმართველობის მეთოდების მიმართ, რადგან ეს სინგაპურელი მოღვაწე, რბილად რომ არადემოკრატია.
მაგალითად, ლი კუან იუ ძალადობის დიდი მოტრფიალეა. მემუარებში კუან იუ იხსენებს, რომ იაპონიის ოკუპაციის პერიოდში სინგაპურში აბსოლიტური სიღატაკე სუფევდა, მაგრამ დანაშაული ნულზე იყო, რადგან იაპონელები ნებისმიერი მიზეზის გამო ადგილზე ხვრეტდნენ ხალხს. ამ მაგალითით სინგაპურის შემქმნელი დარწმუნდა ძალადობის ეფექტურობაში. ამავე მიზეზით სინგაპურში კვლავ მოქმედებს სიკვდილით დასჯა. საქართველოსთვის სამაგალითო სახელმწიფოს არქიტექტორი ზიზღით უყურებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებს, რადგან მათ არაეფექტურად მიიჩნევს. ერთხელ, ადვოკატობისას ლი კუან იუმ თავად მოახერხა 4 მკვლელის გამართლება და თავისივე ნამოქმედარზე დასკვნა. რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო არ ვარგა.
ლი კუან იუ სკეპტიკურად უყურებს საყოველთაო საარჩევნო უფლებას, მას საუკეთესო მმართველობად მიაჩნია მერიტოკრატია, სადაც „პასუხისმგებლობიან“ ადამიანებს _ ოჯახის უფროსებს უფრო მეტი ხმა ექნებათ ვიდრე სხვებს.
სააკაშვილის სინგაპურელი კერპი სასტიკად უსწორდებოდა ოპოზიციას და პარალელურად თითს არ აკარებდა უცხოელ ინვესტორებს. მან დახურა ან დაიქვემდებარა ის მედია საშუალებები, რომლებიც მისი აზრით არასწორად აშუქებდნენ ვითარებას სინგაპურში, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ციხეში გაუშვა ერთ-ერთი გაზეთის 4 ხელმძღვანელი. საერთოდ ლი კუან იუ თავს არ იზღუდავდა სასამართლოებით. კორუფციასთან ბრძოლა მან საერთოდ სასამართლოების და ამგვარი ფორმალობების გარეშე დაიწყო, კორუფციაში ეჭვმიტანის ციხემდე აშორებდა სამი მოწმის არსებობა. ამ სამი მოწმის პოვნა ხელისუფალისთვის რთული არ იყო და ჩინოსნები მიდიოდნენ ციხეში, რამდენიმე მინისტრმა თავიც მოიკლა. ბევრი ოპოზიციონერი ციხეში მოხვდა „ცილისწამებისთვის“.
ლი კუან იუს ეფექტური მეთოდებით აღფრთოვანებული ლატინინა მწუხარებით აღნიშნავს _ მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს საქართველოსგან „მეორე სინგაპურის“ აშენება სურს, „პირველ სინგაპურში“ ნინო ბურჯანაძის, ლევან გაჩეცილაძის და ეროსი კიწმარიშვილის მსგავსი პერსონაჟები დიდი ხნის წინ ისხდებოდნენ ციხეშიო. მოკლედ, ვერ ყოფილა სააკაშვილი საკმარისად მოტივირებული მეორე სინგაპურის ასაშენებლადო, სუსტიაო… იქვე ლატინინა ასკვნის, რომ „ღატაკი ქვეყანა, რომელსაც სურს მოსახლეობა მესაკუთრედ აქციოს არასდროს არ დაუშვებს მედიის ისეთ თავისუფლებას, რომელიც ოპოზიციას მისცემს ქვეყნის საფუძვლების მოშლის საშუალებას“. როგორც ჩანს „ქვეყანა“-ში ლატინინა რეჟიმს გულისხმობდა, სხვანაირად სრული აბსურდი გამოდის… თუმცა ეს სხვა თემაა. ლატინინა ფიქრობს, რომ დღევანდელი სინგაპური ბევრად ლიბერალურია და ამის მაგალითად მოყავს ოპოზიციის დამატებით 4 წარმომადგენლის შესვლა პარლამენტში. იქვე, ლატინინა ამბობს, რომ ოპოზიცია სინგაპურში არაა საშიში ხელისუფლებისთვის, რადგან ეს ჯგუფები არ ცდილობენ სისტემის შეცვლას, მათი მიზანი მხოლოდსხვადასხვა აქციონერების უფლებების დაცვაა.
მოკლედ, სინგაპურში არ არსებობს სიტყვის თავისუფლება, არ არის თავისუფალი მედია, არ არის რეალური ოპოზიცია, არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, და ზოგადად არ არსებობს დემოკრატია…მსგავსების შემჩნევა საქართველოსთან რთული არაა. სწორედ ამიტომ არ მოსწონს ევროპას სააკაშვილის სურვილი _ გაასინგაპუროს საქართველო. თუმცა, მედალს ხომ ორი მხარე აქვს? შესაძლოა არ გქონდეს დემოკრატია, ხმის ამოღების გეშინოდეს, მაგრამ სამაგიეროდ მაძღარი იყო. სინგაპური ზუსტად ასეთი ქვეყანაა.
ლი კუან იუმ მშიერი და მტრებით გარშემორტყმული სინგაპური 1990 წლისთვის აქცია სიდიდით მესამე ნავთობგადამამუშავებელ სახელმწიფოდ, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის უმსხვილეს ფინანსურ ცენტრად, მშპ კი 40-ჯერ გაიზარდა. ამგვარი შედეგები მიღწეულ იქნა მკარცრი ადმინისტრირებით, დემოკრატიის უგულვებელყოფით, მედიაზე კონტროლის დაწესებით, საგარეო ვიტარებით, სინგაპურის, როგორც საპორტო ქალაქის სტრატეგიული განლაგებით და პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობით. ეკონომიკის ზრდა განაპირობა იმ პერიოდის(60-70იანები) საერთო ეკონომიკურმა აქტიურობამ მსოფლიოში და ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის გაწეულმა დიდმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა შეღავათებმა. ამის შემდეგ მან ყურადღება გადაიტანა განათლებაზე, აგზავნიდა სტუდენტებს უცხოეთში იმ პირობით, რომ ისინი უკან დაბრუნდებოდნენ ჩინოსნებად. სინგაპურში ყველასთვის სავალდებულოა ინგლისურის სწავლა, უმაღლესი განათლება კი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, ლი კუან იუმ სინგაპურის(ძირითადად ჩინურ) მოსახლეობას თავს მოახვია უცხო ენა. მართალია ამ გადანათლებამ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა წვრილი და საშუალო კერძო ბიზნესი და შედეგად ოპოზიცია, რომელიც ფინანსდებოდა იმ ბიზნესისგან, მაგრამ სამაგიეროდ უფრო ფართოდ გააღო სინგაპური უცხოური ინვესტიციებისთვის.
სინგაპურში არ არსებობს უმუშევრობა, იმიტომ რომ არ არსებობს შემწეობები უმუშევართათვის. დასაქმებულები საკუთარი ხელფასის 20%(+20% დამსაქმებლისგან) რიცხავს კერძო საპენსიო ანგარიშზე, რომლიდანაც შეუძლია კრედიტით შეიძინოს ბინა, იმკურნალოს ან იყიდოს აქციები. ბინათმშენებლობა სახელმწიფოს ხელშია და შესაბამისად მოსახლეობის 80% ასეთ, კრედიტით აღებულ სახლებში ცხოვრობს. ლატინინა ასკვნის, რომ ლი კუან იუ ცდილობდა სახელმწიფო ექცია კორპორაციად ხოლო ამომრჩეველი აქციონერად. კორპორაცია შედგა, აქციონერი არა(სინგაპურის დიდი საწარმოების მოქალაქეებისთვის გადაცემამ არ გაამართლა). მაგრამ ამის მიუხედავად, სინგაპურის მოქალაქეები ლატინინას სიტყვებით „შვიდვარსკვლავიან ქვეყანაში“ ცხოვრობენ ხოლო თავად სინგაპური „მომავლის სახელმწიფოა“. ამ „მომავლის სახელმწიფოში“ ადგილი არა აქვს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებებს საზოგადოების მიმართ, „მომავლის სახელმწიფო“ არ ცნობს ადამიანების თანასწორობას და ხალხის უზენაესობას. ლი კუან იუს არასდროს არ სწამდა „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ იდეის და არ სწამდა იმ მარტივი მიზეზით, რომ ლი კუან იუ საერთოდ არ აღიარებს ადამიანთა თანასწორობას, ხოლო კეთილდღეობას რყვნად მიიჩნევს. „კეთილდრეობას მივყავართ საკუთარ ძალებზე დაყრდნობის დაკარგვასთან“ _ ამბობს სააკაშვილის სამაგალითო სისტემის შემქმნელი.
ლატინინა არ მალავს აღფრთოვანებას ამ მიდგომით და ასკვნის, რომ ევროპული მიდგომები და ღირებულებები უკვე წარსულია.
სინგაპურთან შედარებით ევროპას ქონია 2 ნაკლი:
1. „კეთილდღეობაზე ზრუნვა არ შეიძლება გადაიტანო მოქალაქეთა მხრიდან სახელმწიფოს მხრებზე“
2. „იდეოლოგიაზე ზრუნვა არ შეიძლება გადაიტანო სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა მხრებზე“.
ამ მიდგომების მარტივი ახსნა შემდეგია: სახელმწიფოს(ხელისუფლებას) არ უნდა ევალებოდეს მოქალაქეებზე ზრუნვა, მათთვის სოციალური დახმარებების და პენსიების მიცემა, არ ევალება უფასო განათლების და ჯანდაცვის უზრუნველყოფა, რადგან ამაზე თავად ხალხმა უნდა იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი გაზარმაცდება და იქცევა პარაზიტად.
და მეორე, ის თუ რა იდეოლოგიით, რა პრინციპებით და ღირებულებებით, რა მიზნებით უნდა იქცხოვროს სახელმწიფომ არის არა ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის, არამედ ამ ხალხში წარჩინებულების, „სხვებზე მეტად თანასწორების“ _ ელიტების, მმართველი ჯგუფების პრერორგატივა.
ამ მხრივ საქართველო უკვე სინგაპურიზირებულია. ქვეყანას მართავს პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც სულ უფრო ამცირებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს ხალხის მიმართ(ის მინიმუმი, რომელიც დღეს მოქმედებს საჭიროა სოციალური ჯანყის თავიდან ასაცილებლად) და უახლოეს პერიოდში საერთოდ გააუქმებს მათ. საქართველოს ხელისუფლება ამცირებს საბიუჯეტო ხარჯებს განათლებას და ჯანდაცვაზე და მუდმივად იმეორებს ჯიბის „ბრძენების“ პირით, რომ მოქალაქემ თავად, სახელმწიფოს გარეშე უნდა მოახერხოს გადარჩენა.
იგივე ვითარებაა იდეოლოგიასთან დაკავშირებით. საქართველოში ხალხის ნების გამომხატველი უმთავრესი კანონის _ კონსტიტუციის პატრონი ხალხი კი არა, მმართველი ჯგუფი და პრეზიდენტია. პრეზიდენტი არ ეკითხება ხალხს აზრს. დღევანდელი ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რომ მან ხალხზე უკეთ იცის რა არის უკეთესი ხალხისთვის და ამიტომაც მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს. ზუსტად ისე, როგორც სინგაპურელი ლი კუან იუ.
ახლა შევაჯამოთ შედეგები:
1. საქართველო მიდის სინგაპურის გზაზე და როგორც არსებული რეალობიდან ჩანს, ამ გზის ნახევარი განვლილია. უფრო მეტიც, სააკაშვილის მმართველობა სინგაპურულს გავდა ჯერ კიდევ სინგაპურიზაციის გამოცხადებამდე 6 წლით ადრე, ანუ სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთანავე. აი ისინიც: შეიზღუდა მედიის თავისუფლება, დაიხურა გადაცემები, გაზეთები, ტელევიზიები. სასურველი ადამიანების დასაჭერად ხელისუფლებამ გაიმარტივა ფორმალობები და ხშირად მათ გარეშეც მოახდინა ადამიანების დარეკეტება, დაპატიმრება ან ლიკვიდაცია. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მომავალი არა აქვს, სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. მოკლედ მართვის სინგაპურული სტილი საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს.
2. საქართველოს მმართველი გუნდის იდეოლოგია ზუსტად თავსებადია სინგაპურულთან. იდეოლოგიას განსაზღვრავს არა საზოგადოება არამედ მმართველი გუნდი. საქართველოს მმართველი გუნდის იდეოლოგია აღიარებს სახელმწიფოს გათავისუფლებას პასუხისმგებლობებისგან და ხალხის დატვირთვას ვალდებულებებით.სახელმწიფო ინარჩუნებს მხოლოდ მოძალადის ფუნქციას. ისევე როგორც სინგაპუში, საქართველოშიც მოქმედებს ეკონომიკური იდეოლოგია, რომელიც ერთდროულად ითავსებს ნეოლიბერალიზმის(ლიბერტარიანიზმის) ელემენტებსა და ავრორიტარული ტიპის ბიუროკრატიულ აპარატს. ერთი შეხედვით ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი მიდგომა იდეალურად არის მორგებული მმართველ ჯგუფებზე როგორც სინგაპურში, ასევე საქართველოში. არც სინგაპურში და არც საქართველოში ბიზნესი არ არის თავისუფალი. ეს თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება მმართველი გუნდის სიმყარის საფრთხე. იქაც და აქაც მმართველი ჯგუფი გახსნილია უცხოური ბიზნესისთვის და დახურულია ადგილობრივისთვის. ორივე რეჟიმი განსხვავებული პრინციპით იყენებს კანონს უცხოელების და ადგილობრივების მიმართ, ორივე მათგანი ეკონომიკურ პოლიტიკას იყენებს საკუთარი მმართველობის გასამყარებლად. საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ ცრუპენტელობდა, როცა ა.წ. მაისში აცხადებდა: _ „ევროპაში დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებები აბსოლუტურად თავსებადია სინგაპურში დამკვიდრებულ ეკონომიკურ მოდელთან… ჩვენ როცა ვიძახით, რომ საქართველო უნდა გახდეს სინგაპური, ეკონომიკურად ვამბობთ, თორემ ჩვენ არ ვაპირებთ არც საღეჭი რეზინების აკრძალვას, როგორც ეს სინგაპურში იყო, და არც პოლიტიკური თავისუფლების გაუქმებას, როგორც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ…“
3. ეკონომიკურად საქართველო სინგაპური ვერ გახდება დემოკრატიული ღირებულებების გათელვის გარეშე და ამას ვამტკიცებთ არა ჩვენ ან სააკაშვილის საყვარელი ლატინინა თავის ოდაში „მომავლის სახელმწიფოსადმი“, არამედ ლი კუან იუ და მისი მემუარები. ქვეყანა, რომელიც სააკაშვილისთვის სამაგალითოა, ვერ გახდებოდა ასეთად რომ არა ლი კუან იუს შეხედულებები და სწორედ ამის ახსნას ცდილობს სინგაპურის „ეკონომიკური სასწაულის“ მამა.
სრულ სინგაპურიზაციამდე დარჩა მხოლოდ ერთი მიზნის მიღწევა _ საქართველოს გადაქცევა „შვიდვარსკვლავიან“, „მომავლის სახელმწიფოდ“. ლი კუან იუმ 30 წელი აშენა თავისი ქმნილება, სააკაშვილი კი მხოლოდ 7 წელია აშენებს. მართალია მანაც დაიწყო პირველ რიგში ინფრასტრუქტურის რებილიტაცია, მანაც დაიწყო საქართველოში ინგლისური ენის დამკვიდრება, ისიც ცდილობს დიდი უცხოური კორპორაციების შემოყვანას საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის. ბევრი ოპტიმისტის სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამის ბრალი მხოლოდ სააკაშვილის პრეზიდენტობის არასაკმერისი პერიოდი არაა. საკაშვილი საქართველოს რომც მოევლინოს პრემიერის რანგში, ხოლო 20 წლის შემდეგ თავისი შვილიც რომ დატოვოს პრემიერად, მაინც ვერ მოახერხებს სინგაპურის გზის გავლას. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
1.საქართველო სინგაპური არ არის აქ განსხვავებული კულტურაა, მათ შორის ბიზნესისადმი მიდგომის და ბიზნესის მართვის კულტურაც. სინგაპურელობა და ქართველობა ერთი და იგივე არაა. სინგაპურის ისტორია დაიწყო 40 წლის წინ, საქართველოს ისტორია ცოტა უფრო დიდია. შესაბამისად სააკშვილს მეტი დრო დასჭრდება ქართველი ერის ინგლისურად მოლაპარაკე მოსახლეობად ქცევისთვის.
2. საქართველო სინგაპურისგან განსხვავებით ნაკლებადმიმზიდველია დიდი კორპორაციებისთვის მისი არასტაბილურ რეგიონში განლაგების, არასტაბილური ეკონომიკის და პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემებს გამო. შესაბამისად სააკაშილს მეტი დრო დასჭირდება დიდი ინვესტიციების მოსაზიდად. სინგაპურის წარმატებას ხელი შეუწყო მაშინდელმა პოლიტიკურმა ინტერესებმა, ეკონომიკური გიგანტების ინტერესებმა, მნიშვნელოვანმა სავაჭრო და საზღვაო ფუნქციამ. საქართველოს არ გააჩნია საკმარისი კომპონენტები იმ ინვესტიციებისთვის, რომლებიც მას მაძღარ და მდიდარ ქვეყანად აქცევს.
3. სააკაშვილს გაუჭირდება სახელმწიფოს სრული გათავისუფლება სოციალური ვალდებულებებისგან მანამ სანამ საქართველოს მოსახლეობა შიმშილით და ავადმყოფობით არ შემცირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური ჯანყი დაამხობს სააკაშვილის მმართველობას.
4. საქართველოს სინგაპურიზაცია ნიშნავს საქართველოს მხრიდან უარის თქმას ევროპულ ღირებულებებზე, ანუ ევროპულ ორიენტაციაზე, რაც საქართველოს აქცევს ჩვეულებრივ მარგინალ სახელმწიფოდ, ეს კი ხელს შეუშლის საქართველოში დასავლური ინვესტიციების შემოსვლას
5. სააკაშვილის 7 წლიანი მმართველობის პერიოდში სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იგრძნო მხოლოდ მმართველმა გუნდმა და მისი ნასუფრალით მკვებავმა ჯგუფებმა, მოსახლეობის დანარცენი 90%-ს მდგომარება კი უარესდება. ასეთი უთანაბრობა შედეგად გამოიწვევს ან მოსახლეობის იძულებით გადინებას ქვეყნიდან, ან სახელმწიფო ხარჯების ზრდას ძალადობის აპარატზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკის განვითარებას.
საბოლოოდ კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს სინგაპურიზაცია არის სააკაშვილის ავტორიტარიზმის მაძღარი ცხოვრებით კომპენსირების მცდელობა, უფრო სწორად მორიგი დაპირება. ასევე აშკარაა, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიზანი არ არის ევროპა, რადგან ევროპული პრინციპები ძირეულად ეწინააღმდეგება სააკაშვილის მმართველობას. ასევე ფაქტია, რომ დემოკრატია არ არის არსებული ხელისუფლების მიზანი.
ლი კუან იუს, ლატინინას და საკაშილის გაგება შეიძლება. ლატინინა სააშვილის მგავსი ადამიანების ნასუფრალისგან იკვებება, სააკაშილის და ლი კუან იუს მსგავსი ადამიანები კი ხალხის შრომისგან. ასეთები ცოტანი არიან, მაგრამ ისინი ფლობენ მსოფლიოს სიმდიდრის 90%-ს. ეს სულ ასე იყო სახელმწიფოების შექმნიდან მოყოლებული. სახელმწიფოს ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ეს მმართველები მუდამ საუბრობდნენ რომ მოქმედებდნენ ღმერთების ან მოსახლეობის ინტერესებისთვის, თუმცა რეალურად ატყუებდნნენ ღმერთებსაც და ხალხსაც, რადგან მოქმედებდნენ საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად ან გასაძლიერებლად. ამ ათასწლეულებში მხოლოდ ერთხელ, მეოცე საუკუნეში შეიცვალა ვითარება, როცა დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობა მართლაც დამყარდა პლანეტის მცირე ზონებში და დაიწყო ზრდა. საუკუნის ბოლოს დემოკრატიამ მიიღო მდიდარი მმართველებისთვის საშიში ფორმა და სულაც არ არის გასაკვირი, რომ დღეს ეს მმართველები ირაზმებიან რევანშისთვის _ ისინი ცდილობენ დაიბრუნონ ძალაუფლება და დემოკრატიის გემონასინჯ ქვეყნებში მოახდინონ ავტორიტარიზმის რეაბილიტაცია „ნეოლიბერალური ფაშიზმის“ დამკვიდრებით. არა ხმლით და ტანკებით, არამედ ხალხის გარყვნით, მათი ცხოველებად, მომხმარებლად, ფულის და საქონლის მონებად გადაქცევით. დემოკრატია ღარიბების იდეოლოგიაა, ფუნდამენტალისტური ნეოლიბერალიზმი კი მდიდრების. არაფერი უცნაური არ არის იმაში, რომ საქართველოს 4 მილიონიან საზოგადოებას ცხვრის ფარასავით ეპყრობა 100 კაციანი მმართველი მდიდრების ბანდა. მთელს მსოფლიოში არიან ასეთი ბანდები და ისინი იბრძვიან დემოკრატიის წინააღმდეგ. მათი მთავარი მიზანი ევკოკავშირის _ როგორც დემოკრატიის ყველაზე წარმატებული პროექტის კრახია. ევროპის დაცემის შემდეგ კი მდიდრები მარტივად შექმნიან „მომავლის სახელმწიფოს“ _ დიდ ცხოველთა ფერმას, რომელშიც „სხვებზე მეტად თანაბარნი“ იფიქრებენ და იმოქმედებენ უბრალო ადამიანებს ნაცვლად.
ქართული დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ სალონურ დემოკრატებს ძინავთ, ასე რომ არჩევანი ჩვენზე, ხალხზეა _ დავნებდეთ მმართველებს თუ არა.