რობინ ჰუდის გადასახადის დრო დადგა

 ავტორები:ხადჯუნ ჩანი, დანკან გრინი.

1816 წელს, ბრიტანეთის პარლამენტმა გააუქმა, 1789 წელს უილიამ პიტის მიერ დაწესებული საშემოსავლო გადასახადი რომელიც   საფრანგეთთან  სამხედრო კამპანიის დაფინასებისთვის დასჭირდათ. გადასახის მიმართ იმდენად დიდი იყო სიძულვილი, როდესაც გადასახადები გაუქმდა პარლამენტის წევრებმა შეკრიბეს ყველა დოკუმენტი რომელიც ეხებოდა გადასახადებს და ნაკუწებად აქციეს.

 საშემოსავლო გადასახადი ბრიტანეთში ხელმეორედ შემოიღეს 1842 წელს რობერტ პილის პრემიერობისას, ის განხილული იყო  როგორც დროებით მეთოდი იმ დროისთვის დაცარიელებული ხაზინის შესავსებად. მიუხედავად  პილის შემდგომ მრავალი თაობა პოლიტიკოსების დაპირებებისა ,  საშემოსავლო გადასახადი მაინც დარჩა. 

არ შეიძლება გააუქმო გადასახადი რომლის დროც მოვიდა.

 სანამ ბენჟამინ დიზრაელი და უილიამ გლადსტონი აგრძელებდნენ საკუთარი დაპირების, საშემოსავლო გადასახადის გაუქმების არ შესრულებას, 18 საუკუნის პრიმიტიული კაპიტალიზმი ჩაანაცვლა გაცილებით უფრო ორგანიზებულმა კაპიტალიზმმა.

ეკონომიკის განვითარებისასთან ერთად  სულ უფრო რთულდებოდა შრომის საზოგადოებრივი  დანაწილება, გაიზარდა   ხარჯების ისეთი   მუხლების მნიშვნელობა  როგორიცაა  კოლექტიური, ინფრასტრუქტურული  და განათლების ხარჯები. ადამიანების კოლექტიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სულ უფრო მეტად ითხოვდა სახელმწიფოს დაფინანსების ზრდას, რისი დაფინანსების  აუცილებელ პირობად  საშემოსავლო გადასახადები გადაიქცა.

განვითარებასთან ერთად საშემოსავლო გადასახადები შემოიღეს ისეთმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა ამერიკა და შვედეთი, დღეისთვის ყველაზე განვითარებულ  სახელმწიფოებში, საშემოსავლო გადასახადს, ყველაზე დიდი ადგილი უკავია სახელმწიფო შემოსავლებში.Налог Робин Гуда: время пришло!. 2950.jpeg

ასეთივე მომავალი ელოდება  გადასახადებს ფინანსურ ტრანსაქციებზე,(გფტ) ცნობილს როგორც „რობინ ჰუდის გადასახადი“. საფრანგეთი, რომელიც მეთაურობდა G20 ფარგლებში  ფინანსთნა მინისტრების და ცენტრალური ბანკების მეთაურების შეხვედრას, გამოვიდა ინიციატივით ნფტ შემოღების, მაგრამ ამერიკის წინააღმდეგობა ფაქტის წინაშე გვაყენებს რომ პირველადი პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ „კეთილი ნების კოალიციის“ ფარგლებში, რომლებსაც წარმოადგენს გერმანია, საფრანგეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. გერმანიის და საფრანგეთის მხარდაჭერით შესაძლებელია ევროზონა გახდეს პირველი საერთაშორისო მოედანი რომელიც გაბედავც გფტ შემოღებას.


10 წლის წინ როდესაც გფტ იდეა პოპულარობას იხვეჭდა როგორც „ტობინის გადასახადი“(ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტი, ჯეიმს ტობინის საპატივცემულოდ, რომელსაც ეკუთვნის იდეა გადასახადის) საზოგადოების მეინტრიმულ წრეებში  მასზე საუბარს, ტაბუ ჰქონდა დადებული. მაგრამ 2008 წლის ფინანსური კრახის შემდგომ, ცხადი გახდა გფტ შემოღების აუცილებლობა ისევე როგორც ორი საუკუნის წინ, აუცილებელი იყო  საშემოსავლო გადასახადის დაწესება. ახლა გფტ-ს დროა.

შემოსავლებმა  ფინანსური ტრანსაქციიდან- თუნდაც ისეთი მინიმალური როგორსაც ახლა გვთავაზობენ(0.05 %) – უნდა გახდეს წინაპირობა კაპიტალის  საერთაშორისო სპეკულაციური ელემენტების შეჩერების,  მისი  შესაძლებელი უნდა გახდეს ისეთი  კაცობრიობის კოლექტიური სარგებლების უზრუნველყოფა, როგორიცაა „მწვანე“ ტექნოლოგიები და დახმარება განვითარებადი სახელმწიფოებისთვის.

ბუნებრივია, მხოლოდ ერთი გფტ დამხარებით ფინანსური სისტემის სტაბილიზაცია შეუძლებელია, მაგრამ ის უნდა გახდეს ნაწილი, ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის ფართო პაკეტის:

პირველ რიგში საჭიროა, განვითარებად სახელმწიფოებს, რომლებიც ვერ ახერხებენ გამოუშვან მყარი ვალუტა მიეცეთ უფლება აკონტროლონ კაპიტალის ნაკადების  დინება, ის ფაქტი რომ 2008 წლის კრიზისის შემდგომ მსფ(მსოფლიო სავალუტო ფონდი) პოზიცია შეცვალა, იმედის ნაპერწკალს აჩენს. დროა კაპიტალის ნაკადის  კონტროლი განხილული იქნეს როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მართვის ინსტრუმენტი და არა როგორც უკიდურესი ზომა როგორც ამას თვლის მსფ.

მეორე მხრივ საჭიროა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების რეფორმირება, მართალია აზიის 1997 წლის კრიზისის და 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს მათ დაამტკიცეს  საკუთარი არაკომპეტენტურობა და იქცეოდნენ გამაღიზიანებლად, ისინი დღემდე განსაზღვრავენ, რომელი ფინანსური აქტივები არის კარგი და რომლებიც არა.  განუსაზღრავენ სახელმწიფოებს თუ რა ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატარონ მათ, რაც მთავარია არამარტო ფისკალური, ან მონეტარული არამედ სოციალურიც. საჭიროა სააგენტოების მკაცრი რეგულაცია, ხოლო ალტერნატივის შექმნისთვის საჭიროა  არაკომერციული საფუძველზე ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი სააგენტოები.

მესამე, თუ ჩვენ გვსურს ნამდვილად გავზარდოთ საკუთარი სახელმწიფო შემოსავლები, საჭიროა შევაჩეროთ საგადასახოდო სამოთხეების მოქმედება. ეს მოგვცემს ჩვენ დაახლოებით იმდენივე თანხას რამდენსაც გლობალური გფტ შემოღება.Налог Робин Гуда: время пришло!. 2949.jpeg

უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე წინა პუნქტები, საჭიროა აიკრძალოს ზემდეტად რთული ფინანსური ინსტრუმენტები, თუ მათი შემქნელები ვერ დაამტკიცებენ რომ ინსტრუმენები მოიტანენ სუფთა შემოსავლებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ის ისევე უნდა  შემოწმდეს, როგორც  მოწმდება ახალი წამლები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ისევე ვერ შევძლებთ სისტემის მართვას და 2008 წლის კრიზისი კვლავ განმეორდება.

 ის რასაც ჩვენ მივიღებთ პოსტ-კრიზისული საგადასახო გამოგონებებიდან, შესაძლოა განსხავდებოდეს გფტ-დან , მაგრამ რჩება მთავარი  პრინციპი- გადასახადების დაწესება  საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებზე საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის.

30 ან 50 წლის შემდგომ ჩვენი შვილები(შვილიშვილები) იქნებიან გაოცებულნი როგორ ვახერხებდით ჩვენ სამყაროს მართვას ასეთი გადასახადების გარეშე, ისევე როგორც ახლა რთულად თუ ვინმე გაიგებს როგორც ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები საშემოსავლო გადასახადის გარეშე ცხოვრებას.

რუსულიდან თარგმნა ნიკა ქობულაძემ

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ