ნაციონალური მოძრაობის დახმარებით სასწაული ქრისტეს მიმდევრები გავხდით მთელი ოჯახი, მაკას გარდა. მაკა დეპრესიაში გვყავს და მუდმივ მინუსშია. ზუსტად ისე ვცხოვრობთ, როგორც მაცხოვარმა დაგვიბარა – ერთი დღით როგორც უკანასკნელი დღით ცხოვრებაში. ხვალინდელზე საერთოდ არ ვფიქრობთ, ისევე როგორც გუშინდელზე. ყოველ დღე “ვჩალიჩობთ” საჭმელზე და ჯერჯერობით არც ერთი დღე ხუთ სულიანი ოჯახი მშიერი არ დავრჩენილვართ. მხოლოდ ერთია, რომ დღის ბოლოს ერთი ნამცეცი პურიც კი არ გვრჩება მეორე დღისათვის. მაკა მუდმივად წუწუნებს: “მომბეზრდა ამდენი ლობიოს და გერკულესის ჭამა”-ო. იმდენი იწუწუნა სანამ ერთ-ერთ “სპონსორს” თავის წუწუნით პროვოცირება არ გაუკეთა, ვირტუალურად რასაკვირველია. ხაჭაპურებით და ლიმონათებით დაგრუზული თამამად, კაი მაგარი ოჯახის მუჭუჭივით, შემოვგლაჯუნდი სახლში. ვიფიქრე მაკას გავახარებ მეთქი. ტირილი დაიწყო: “ეხლა შევჭამთ, მარა ხვალ რა გვეშველება? მივეჩვევით და კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავარდებით”-ო. დეპრესია თავისას შვებოდა, მაინც უარყოფით კონტექსტში აჩვენებდა აშკარა კაი “პონტში”, ქრისტეს დანაბარები ერთი დღით ცხოვრების წესს ვგულისხმობ, “გაჩითულ” ოჯახს. სპონსორს ჟორა ერქვა – საოცრად პოზიტიური ადამიანია. მაკაც კი, რომელიც საერთოდ ვერავის გუობდა ოჯახის წევრების გარდა, ჟორას მიმართ, რამდენადაც დეპრესია აძლევდა საშუალებას, პოზიტიურად განეწყო. ჩვენი შემყურე ჟორაც რწმენით აღივსო. მანაც ჩვენსავით ქრისტესმიერი გზა აირჩია და ჩვენთან დარჩა საცხოვრებლად. ოჯახში ეკას (მაკას დაა), აბსოლიტურ პოზიტიურ ადამიანს, ჟორა შეემატა, ისეთივე პოზიტიური როგორც ჩემი ეკა, რითაც კიდევ უფრო კარგად ვიგრძენი თავი. მაკასაც გაუსწორდა, ახალი სადეპრესიო “პონტი” გაჩითა ჟორას მოსვლასთან დაკავშირებით. ხვალ რომ საჭმელი ვერ ვიშოვოთ რა გვეშველება, ხომ მოგვეჭრა სტუმართან თავიო. იმდენი იწუწუნა სანამ ეს ქრისტეს გზით მიმავალი ხალხი სატანის გამოცდის ობიექტად არ გვაქცია. საღამოს ექვსი საათი და სამოცდა ექვსი წუთი იყო, როცა ლუციფერმა მეოთხე სართულზე ამოგვძახა, უფრო სწორად მის მიერ გამოგზავნილმა ჩვენმა დისტრიბუტორმა მეგობარმა ბაჩომ. ჩამოდით რაღაცას გამოგატანთო.
მუჭუჭურად შემოვათრიე ერთი ტომარა კარტოფილი და მაკას წინ ამაყად დავუდე.
-აჰა! ეხლა ხომ დაწყნარდები – ვუთხარი. პასუხად მაკამ ტირილი დაიწყო, თანაც მოსთქვამდა, როცა გაგვითავდება მერე რა გვეშველებაო.
კარტოფილიანი ტომარა სამზარეულოში დავდე მაკას რჩევით, აივანზე რომ დადო ვირთხები შეჭამენო. მერე დაფიქრდა და საშინელდ მაპროვოცირებელი ფრაზა თქვა:
-აქ რომ შემოგვიძვრეს ვირთხა რა გვეშველება-ო.
ვირთხას ჟორამ პალიკო დაარქვა. ერთი პოპულარული ადამიანის საპატივსაცემოდ. პალიკო სანამ კარტოფილი გვქონდა არ გვაწუხებდა. ყველა ღამეს თითო კარტოფილს მიირთმევდა და მეორე ღამემდე ქრებოდა. ჩვენი სიმტკიცის გამოცდა კარტოფილის გათავებასთან ერთად დაიწყო. პალიკო შუაღამიდან იწყებდა აქტიურ მოქმედებას, გამწარებული ეძებდა, საშინელი ფხაკუნით, ერთი დღით მაცხოვრებელ ღრმად მორწმუნეების ოჯახში პურის ნამცეცებს, მაგრამ ძირითადად უშედეგოდ. მაკამ ტვინი შეგვიჭამა: “დავიღუპები ჩემთვის უძილობა არ შეიძლება, დეპრესია დამეწყება-ო”. მე და ჟორას შეგვეშინდა, ვიფიქრეთ თუ ჯერ არ დაწყებია და ესეთ დღეშია, რომ დაეწყება ის რაღა იქნებაო. სასწრაფოდ “სხადნიაკი” მოვაწყეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება პალიკოს დაბრედვაზე. ჟორამ გამომიცხადა:
– შენ ომში ხარ ნამყოფი და ზუსტად ვიცი ადამიანებზე ნასროლი მაინც გექნება. რა გინდა პალიკოს მე დავიჭერ, შენ კი მოკალი. მე არ შემიძლია რუსეთის ზონაში მყავდა შინაური ვირთხები და ამიტომ ვერ ვიმეტებ მათ მოსაკლავად.
ვიცოდი რომ პალიკოს დამჭერი არ იყო, ამიტომაც რაც შემეძლო “კრავოჟადნურად” ვუპასუხე.
– ბაზარი არაა! შენ ოღონდ დაიჭირე, მე სულ წამებით ამოვხდი სულს. – ისე არც მე ვიყავი გამმეტებელი ისეთი საყვარელი იყო, თავის სეხნიასაგან განსხვავებით, თანაც საოცრად გულწრფელი და პატიოსანი. შევატყე ეკას, რომ ძალიან დაიგრუზა, ჩვენს ლაპარაკზე. მივხვდი რომ მასაც ძალიან ჰყვარებია.
ჟორა რამდენი დღე “ჩალიჩობდა” პალიკოს დაჭერას, მაგრამ ვერაფრით მოახერხა. მან ერთ დილას გამოაცხადა: პალიკო ძალიან მაგარი დემაგოგიაო, თანაც საერთოდ აქვს ნამუსზე ხელი აღებულიო. ვიფიქრეთ საფარიმ ხომ არ გააგიჟა ეს კაციო. აღმოჩნდა რომ მაესტროსათვის უყურებია ღამე და ვიღაც სხვა პალიკოს გულისხმობდა. დავწყნარდით. ეკას არ მოეწონა ჟორას აგრესიულობა პალიკოს მიმართ და იფიქრა ჩვენს პალიკოზე არ იყაროს ჯავრიო. მან გვერდზე გამიყვანა და მითხრა:
– მოდი პურის ნაჭერი დავუტოვოთ ხოლმე და იქნება აღარ იხმაუროს; მაკაც უძილობას გადარჩება, დეპრესიასაც და ჩვენც ცოდვას არ დავიდებთ თავზე, მკვლელობისას.
მაკაც დაგვთანხმდა: “ჯანდაბას თქვენი თავი, მაინც არ ხართ დამჭერები-ო”.
მრევლი ისევ მშვიდ, “პრავედნი” ცხოვრებას “მივაწექით”. ყოველ საღამოს ეკა პალიკოს უტოვებდა პურის ნაჭერს და ოჯახში სიმშვიდემ და სიწყნარემ დაისადგურა. მაგრამ ეშმაკს არ ეძინა. მაკამ ახალი პროვოკაცია წამოიწყო. ერთ დღესაც, როცა ვერაფერი მიზეზი ვერ ნახა სადეპრესიო, უცებ ტირილი დაიწყო და ტირილითვე გამოგვიცხადა.
– პალიკო პურს მიეჩვია და ეხლა “გაბლატავდება” ხორციც მოუნდება. ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი ფეხის თითს მომაჭამს, ალბათ უფრო ცერს.
მივხვდი რომ საშინელ გამოცდას გვიმზადებდა განგება.
მე და ჟორამ მაკა ვერაფრით ვერ გადმოვიყვანეთ პროვოკაციული დეპრესიის ტალღიდან. შედეგმაც არ დააყოვნა. იმ ავბედით ღამეს მაკა საშინელი ხმით აკივლდა, და თანც ძილ-ღვიძილში სისულელეების ყვირილიც დაიწყო.
– ეგრეც ვიცოდი ეგ ნაგავი პალიკო რომ მომაჭამდა ცერა თითს. რა გასაკვირია საცოდავი სანდროს სისხლიც ხომ მაგათ კისერზე არის. რით ვერ გაძღნენ ეგ პირუტყვები? კიდევ რამდენი ახალგაზრდის სისხლი უნდა დალიოთ, ნაციონალ ფაშისტებმა? გაგისკდათ ეგ გასიებული მუცლები და სქელ-სქელი ღაბაბიანი კისრები თქვე წურბელებო, ვითომ ლეგიტიმურო ნაძირლებო! გია, შე ფარჩაკო, ომში კარგად ხოცავდი ხალხს, ერთი ვირთხა რა გახდა? ეს გინდოდა?
ჟორამ გამოაცხადა: “ჩემი ბრალია, პალიკო რომ არ დამერქვა ეგეთი “კრავაჟადნი” არ გახდებოდაო. მაკასთვის რომც ეკბინა, გოგო “რამსებს” მაინც არ აურევდაო, სხვა სახელი რომ რქმეოდაო”.
ინფექციურში ნემსების გაკეთებაში ას ოცდათხუთმეტი ლარი მოითხოვეს.
მთავარ ექიმთან შევედი და ვუთხარი.
– ფული არ გვაქვს, უმუშევრები ვართ. არც შანსი გვაქს შოვნის. რა ვუყოთ? უნდა გაცოფდეს ადამიანი?
– რა გიყოთ, ვერაფერს გიშველით, თუმცა შეგიძლიათ ჯანმრთელობის სამინისტროში მიხვიდეთ და განცხადება დაწეროთ სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნაზე. უარს არ გეტყვიან, მაგრამ სანამ ფულს გადმორიცხავენ თქვენი მეუღლე უკვე გაცოფდება. პრინციპში დეპრესიაში მყოფისათვის ცოფი ნამდვილად მისწრებაა, აუცილებლად გამოიყვანს მდგომარეობიდან და აქტიურს გახდის. მხოლოდ ეგ არის, რომ წყლის შიში გაუჩნდება და ოჯახის წევრებს დაგკბენთ. მერე უფრო ძვირი დაგიჯდებათ ამდენი კაცის ნემსები და მეუღლის დაკრძალვის ხარჯები ასე რომ ვფიქრობ სჯობს ფული იშოვოთ სადმე. ადრე ცოფის ნემსი უფასო იყო, ეხლა ბავშვებისათვისაც ფასიანი გახადეს ამ პედარასტმა ნაციონალებმა.
მოკლედ, მეორე დღის ბოლომდე მომცა ექიმმა ვადა. მერე უკვე გარანტიას ვერ მოგცემთ იმისას, რომ არ დაიკბინებით მაკასაგანო. სახლში რომ მოვედი მაკას ვუთხარი:
– მოკლედ ორი ვარიანტი გაქვს, ნემსებს არ იკეთებ, სამაგიეროდ შანსი გიჩდება იმის, რომ დეპრესიიდან გამოხვიდე. თურმე უებარი საშუალება ყოფილა შენს მდგომარეობაში გაცოფება. თანაც ისიც გაითვალისწინე, რომ ფული არ გვექნება საჩალიჩო.
მაკამ სასტიკი უარი განაცხადა. ჯანდაბას თქვენი თავი და ჩემიცო, მაგრამ ბავშვები რომ დავკბინოო. რა მექნა? ისევ უფალს მივენდე და იმ ჩემს უკანასკნელ დღეს, ძალიან წესიერად ვიქცეოდი. არც ფულის შოვნაზე ვფიქრობდი, არც მეორე დღეს მაკა როგორ გამეყვანა სახლიდან ნემსის გასაკეთებლად. ხომ გახსოვთ? ითხოვე და მოგეცემაო – მაგრამ როგორ უნდა ითხოვო თუ ერთი დღით ცხოვრობ? როგორ და, დავიჯერე ის, რომ ფულიც ნაშოვნია, მაკაც ექიმთან მყავდა და საერთოდ პრობლემა მოგვარებულია. უფალმა შეასრულა როგორც ყოველთვის პირობა და მეორე დღეს ფულიც გაეძრო, მაკაც გამომყვა და აცრაც გაუკეთდა.
მოკლედ, მაკა გადარჩა, ჩვენც და სხვათა შორის პალიკოც, ვინაიდან მაკას უკვე იმუნიტეტი აქვს და აღარ ეშინია მისი კბენის. მაგრამ საქართველოს რა ეშველება? ეს უკვე ალბათ მხოლოდ ღმერთმა თუ იცის და პალიკომ.