კეინზი-ჰაიეკი რემატჩი

ვარვიკის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორის, ბრიტანეთის ლორდთა სახლის წევრის, რობერტ სკიდელსკის სტატიის ქართული თარგმანი

 

ავსტრიელმა ეკონომისტმა ფრიდრიხ ვონ ჰაიეკმა, რომელიც 1992 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთხელ აღნიშნა რომ იმისათვის რომ უკანასკნელი სიტყვა გქონდეს საჭიროა  შენს ოპონენტზე მეტხანს იცოცხლო. მისი უდიდესი უპირატესობა სწორედ ის იყო, რომ კეინზზე თითქმის 50 წელზე მეტხანს იცოცხლა და ამგვარად მისი სიკვდილის შემდგომ მოახერხა მეტოქეზე გამარჯვება, რომელიც სანამ ცოცხალი იყო ინტელექტუალურად მას სასტიკად ამარცხებდა.

ჰაიეკის აპოთეოზი 1980-იან წლებში დგება, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა ’გზა მონობისკენ’-ის(1944) ციტირება დაიწყო, ჰაიეკის კლასიკური ნამუშევარი რომელშიც ის ცენტრალურ დაგეგმარებას აკრიტიკებს. თუმცა ეკონომიკაში არასდროს არ არსებობს საბოლოო ვერდიქტები, ჰაიეკმა მოახერხა თავისუფალი ბაზრის სისტემის ადვოკატირება ცენტრალური დაგეგმარებისა და რეგულირების მზარდი არაეფექტურობის წინააღმდეგ და მიიღო მხარდაჭერა, კეინზის იმ შეხედულების საპირისპიროდ, რომ საბაზრო სისტემა მუდმივ სტაბილიზირებას საჭიროებს ფინანსთა სამინისტროებისა და ცენტრალური ბანკების მხრიდან.

ორივე ტრადიცია ჩიკაგოს სკოლის ’რაციონალური მოლოდინის’ თეორიიდან მომდინარეობს, რომელიც მეინსტრიმულ ეკონომიკაში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე დომინირებს. ეკონომიკურ აგენტებს შორის შესაძლებელია სრული ინფორმაციის ფლობა ყველა შესაძლო გაუთვალისწინებელი გარემოებების შესახებ, ამდენად სისტემური კრიზისები არასდროს არ შეიძლება წარმოიშვას შემთხვევითობებისა და სიურპრიზების შედეგად, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ეკონომიკურ თეორიაში.

2007-2008 წლების გლობალურმა ეკონომიკურმა კრახმა ’რაციონალური მოლოდინის’ ეკონომიკის დისკრედიტაცია გამოიწვია(მიუხედავად იმისა, რომ მისი მომხრეები ამას ჯერ კიდევ არ აღიარებენ) და ორივე კეინზიც და ჰაიეკიც დააბრუნა უკან სიკვდილისშემდგომ დავაში. საკითხები მნიშვნელოვანად არ შეცვლილა და არც მათი არგუმენტები, რომლებიც 1930 წლების დიდი დეპრესიიდან იღებს სათავეს. რა არის საბაზრო ეკონომიკის კოლაფსის მიზეზები? როგორი უნდა იყო სწორი პასუხი კრიზისზე? რა შეიძლება იყოს საუკეთესო საშუალება შემდგომი კრიზისების პრევენციისათვის?

ჰაიეკისათვის 1930-იან წლებში და ჰაიეკის მიმდევრებისაათვის დღეს ’კრიზისი’ მიიჩნევა შედეგად მეტისმეტად დიდი ინვესტირებისა შედარებით მიწოდების დამზოგველობასთან, რაც შესაძლებელი გახდა გადაჭარბებული საკრედიტო ექსპანსიით. საბანკო კრედიტები იმაზე დაბალი საპროცენტო ბეგარით, ვიდრე ამის საჭიროება არსებობდა, ყველა სახის საინვესტიციო პროექტს მომგებიანობას ანიჭებდა, მაგრამ მხოლოდ დროებით.

თუმცა რამდენადაც ეს ინვესტიციები არ გამოხატავდა აგენტების რეალურ უპირატესობას სამომავლო მოხმარებისთვის, შეკვეცა აუცილებელი იყო, რომლის გარეშეც მას დასრულების საშუალება არ მიეცემოდა.  მათ შეუძლიათ დროდადრო გააგრძელონ მონეტარული ინექციები ცენტრალური ბანკებიდან, მაგრამ ბაზრის მონაწილეები საბოლოოდ გააცნობიერებენ, რომ ყველა ამ საინვესტი

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ