"თავისუფალი საქართველოს" პოზიცია 21 მაისთან დაკავშირებით

 ბლიც-ინტერვიუ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერ კახა კუკავასთან

რა პოზიციას დაიჭერს თქვენი პარტია 21 მაისის აქციების მიმართ?

ჩვენ მივალთ აქციაზე თუმცა ჩვენთვის უცნობია ორგანიზატორების გეგმები. თუ აქცია რეალურად წარიმართება ხელისუფლების ცვლის მიზნით შვუერთდებით მოქმედებებს, მაგრამ თუ აქცია კიდევ ერთხელ დაიშლება არაფრით მაში  მთელ პასუხიმგბელობას ორთქლის გამოშვებაზე დავაკისრებთ ორგანიზატორებს.

თუ აქციებმა ხელისუფლება შეცვალეს, მისი ინიციატორები სავარაუდოდ ხელისუფლებაში მოვლენ, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, როგორი უნდა იყოს ინიციატროთა პასუხისმგებლობა?

            როგორიც „პადოშასი“             

თვლით თუ არა, რომ დღევანდელი ოპოზიციური პარტიები გამოხატავენ საზოგადოების სხვადასხვა ფენების ინტერესებს, თუ პარტიები ჯგუფდებიან ინტერესების გარშემო _ ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესი, ხელისუფლებაში მოსვლის ინტერესი, დასაქმების ინტერესი, გამდიდრების ინტერესი?

მეორე მოსაზრება უდავოდ სწორია, დღეს მოქმედი პარტიების უმრავლესობა მხოლოდ 3-4 კაციანი ლიდერთა ჯგუფის ინტერესებს გამოხატავენ. არანაირი სოციალური ფენა ამ პარტიების უკან არ დგას.

როგორი სახის პარტიების ხილვა გინდოდათ საქართველოში თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის მაგალითად მეხუთე წლისთავზე?

მეორე ალტერნატიული პარტია (ევრო-ამერიკული სისტემა) რომელიც იზიარებს მმართველი პარტიის ფუნდამენტურ ფასეულობებს (პოლიტიკური მოწყობა და საგარეო კურსი).

დავუშვათ მოხვედით ხელისუფლებაში და მედია გაათავისუფლეთ, იმედი და რუსთავი იყიდა სააკაშვილის გუნდის ორმა წევრმა, შეძლებთ ქვეყნის მართვას თქვენდამი ოპოზიციური არხების არსებობისას?

უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფლება იმ გაგებით რომ უნდა იყოს ყველა მიმართულების არხი, პრო-ც და ანტი-ც.

თქვენს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რა მომავალი ექნება სააკაშვილს? ის წარმოგიდგენიათ ერთ ერთ ოპოზიციონერად?

            ციხეში.

თუ ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციით, დაუჭერთ თუ არა მხარს ბოლო წლების პრივატიზაციების გადახედვას და სააკაშვილის პერიოდის ბიზნესმენების დაფერთხვას?

რა თქმა უნდა, ყველაფრის გადახედვა მოხდება თუმცა უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ კანონის ფარგლებში, ანუ ერთი და იგივე პრინციპი იმოქმედებს სიმპატიური და არსიმპატიური მეწარმეების მიმართ.

რა იდეოლოგია აქვს თქვენს პარტიას?

            ნაციონალისტური, მემარჯვენე.

როგორი შრომის კოდექსი სჭირდება საქართველოს?

ლიბერალური , მაგრამ არა იმ დონის რაც დღესაა, რაღაც საშუალო ფრანგულსა და დღევანდელს შორის.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ