ვისთვის ან რისთვის გაწირეს თავი ქართველებმა ავღანეთში?

ავღანეთში 4 ქართველი სამხედრო დაიღუპა, პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე ნაღმზე აფეთქდნენ. 
საქართველოს სახელისუფლებო მედია შეეცადა სხვა თემებით(რასმუსენის ვიზიტი, დედ ხასანას მტრები, კულტურის მინისტრის ინიციატივა..)გადაეფარათ ეს ამბავი, მაგრამ დამალვა შეუძლებელი იყო. ამიტომაც საჭირო გახდა რამენაირად გამართლებულიყო სხვების ომებში გაღებული მორიგი მსხვერპლი. ოფიციალური მწუხარების გამოხატვა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი აღმოჩნდა, სამძიმრები მოვიდა უცხოეთიდან, ოფიციალურად წუხს პრეზიდენტიც და მთავრობაც. პარალელურად არაოფიციალურმა სახელისუფლებო პროპაგანდამ  ვებ-სივრცეში მოკლე შეფასება არჩია _ „ხსოვნა იყოს!“, „ნათელი დაადგეთ!“, „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“. რა მარტივი და ამავდროულად რა ეპიკური და ყველაფრის ამხსნელი სიტყვებია „ხსოვნა იყოს!“ და ყველაფერი მოგვარებულია, თუ საკმარისი არაა, გამოდგება _ „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ ცეცხლაძის, კოლხიტაშვილის,გოგიაშვილის და კალანდაძის მშობლებმა და ცოლშვილმა არ უნდა იდარდონ, ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში საქართველოსთვის გაწირეს თავი!
 
საინტერესოა, როგორ უნდა მივაბათ საქართველო და ავღანეთი, რომ გამოგვივიდეს სამშობლოსთვის თავის გაწირვა? ტერორიზმთან ბრძოლა უდრის სამშობლოსთვის ბრძოლას? თუ ნატოს მისიაში მონაწილეობა ნიშნავს სამშობლოსთვის თავგანწირვას? ან იქნებ ხელისუფლების კაპრიზის  შესრულებაა სამშობლოსთვის თავის გაწირვა? თუ საუბარია გლობალურ ტერორიზმზე, მაშინ ქართული არმია უნდა გადანაწილდეს ყველა იმ ზონაში სადაც ტერორიზმის კერებია. თუ ლოკალურად თალიბანთან ბრძოლაა სამშობლოსთვის თავგანწირვა, მაშინ საკითხავია _ რა გავლენას ახდენს თალიბანის აქტიურობა ავღანეთსა და პაკისტანში საქართველოზე?  თუ ნატოს ოპერაციებში მონაწილეობაა სამშობლოსთვის თავგანწირვა, მაშინ ჩნდება ერთი აკრძალული, მაგრამ ლოგიკური კითხვა _ რა სარგებლობა მოაქვს ნატოს საქართველოსთვის. რათქმაუნდა შეიძლება ვიმკითხაოთ მომავალზე, თუ როგორ შეიძლება დაგვეხმაროს მომავალში ნატო, რომელმაც შეიძლება მოგვცეს მაპი, მერე შეიძლება მიგვიღოს წევრად, მერე შეიძლება მოთხოვოს რუსეთს აფხაზეთის გათავისუფლება და მერე შეიძლება საქართველოსთვის იომოს. მაგრამ ამდენი „შეიძლება“ და ალბათობა ვერანარად ვერ გახდება უკვე დაღუპული ადამიანების სიცოცხლეების საპირწონე.  ეს მთელი „ხსოვნა იყოს“ და „ მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“ არის არა მარტო ტყუილი და თავისმართლება, არამედ არსებული ხელისუფლების პროპაგანდის ერთი ნაწილი. ხელისუფლებას სურს, რომ მისი კაპრიზები გაუტოლოს სახელმწიფოს ინტერესებს და ამით მოახდინოს საკუთარი სვლების, შეცდომების და დანაშაულებების ლეგალიზაცია ქართულ საზოგადოებაში.  ეს პროპაგანდისტული სვლა გამოყენებულ იქნა ჯერ კიდევ 2003 წლის ნოემბერში, როცა სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ მათ მიერ მოწყობილ ხავერდოვან გადატრიელებას დაარქვეს „რევოლუცია“, რელურად არანაირ რევოლუციას ადგილი არ ქონია, მაგრამ მედიის ძალამ დაამკვიდრა აზრი, რომ იმ პერიოდში რევოლუციად მონათლული გადატრიალება მოაწყო არა იმ ტრიუმვირატმა, ფულმა და ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერამ, არამედ ქართველმა ხალხმა, მთელმა ერმა. ერი გახადეს დანაშაულის თანამონაწილე. აბა ვინ იტყვის ქმედებაზე _ ეს დანაშაულიაო, თუ თავად ახდენს საკუთარი პერსონის იდენტიფიცერბას მომხდართან?  იგივე პროპაგანდა იყო გამოყენებული დღეს საგულდაგულოდ მიჩქმალულ 2004 წლის ზაფხულის სამხედრო ავანტიურაში, როცა ხელისუფლებამ სცადა ძალისმიერი მეთოდებით და სწრაფად მოეგვარებინა ცხინვალის რეგიონის პრობლემა, მაგრამ ოპერაცია ჩავარდა, საქართველომ იმ არაფრისმომცემ ავანტიურაში რამდენიმე ათეული ადამიანი დაკარგა. მაშინაც ითქვა „ხსოვნა იყოს!“ და „მათ სამშობლოსთვის გაწირეს თავი!“. თუ სამშობლოსთვის თავი გაწირეს, ესეიგი გრეც უნდა ყოფილიყო _ სამშობლო ხომ სიცოცხლეზე მაღლა დგას! იგივე სიმარტივით გამართლდა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების დანაკლისი, იგივე მეთოდებით მართლდება ავღანეთში გაღებული მსხვერპლიც. კი მაგრამ, რა მიიღო საქართველომ ამ მსხვერპლით? რა მივიღეთ 2004 წელში მოწყობილი ავანტიურით? ან საერთოდ რამდენს გახსოვთ ის ბრძოლები? რამდენს შეუძლია ჩამოთვალოს მაშინ დაღუპულთა სახელები?… ამის შემდეგ ცოტა რთულია მოიყვანო თუნდაც ერთი მიზეზი, რისთვისაც ჩაითვლებოდა გამართლებულად ის მსხვერპლი. 2008 წლის ომის დასრულება რომ არ იყო ქართველ სამხედროთა გაღებული მსხვერპლის შედეგი ესეც გასაგებია, რად

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ