ნიდერლანდების სამეფო
ჰოლანდიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ:
· სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (იდეოლოგია: კონსერვატიული ლიბერალიზმი)
· ლეიბორისტული პარტია (იდეოლოგია: სოციალ დემოკრატია, მესამე გზა)
· თავისუფალი პარტია (იდეოლოგია: მემარჯვენე პოპულიზმი, კონსერვატიული ლიბერალიზმი)
· ქრისტიან დემოკრატიული პარტია (იდეოლოგია: ქრისტიან დემოკრატია)
· სოციალისტური პარტია (იდეოლოგია: დემოკრატიული სოციალიზმი)
· დემოკრატები 66 (იდეოლოგია: სოციალური ლიბერალიზმი)
· მწვანე მემარცხენეები (იდეოლოგია: მწვანე პოლისები)
· ქრისტიანული კავშირი (იდეოლოგია: ქრისტიან დემოკრატია, სოციალური კონსერვატიზმი, ევანგელიკალიზმი)
ამჟამად ჰოლანდიაში მმართველი კოალიციის ლიდერ პარტიას სახალხო პარტია დემოკრატიისა და თავისუფლებითვის წარმოადგენს რომელმაც ბოლო 2010 წლის არჩევნებში ხმების 20.4 % მიიღო და სამთავრობო კოალიციაში იმყოფება ქრისტიან დემიოკრატიულ პარტიასთან ერთად.
2010 წლის არჩევნებში ხმათა 19.6 % მიიღო და ერთ პროცენტზე ნაკლები სხვაობით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ სახალხო პარტიას ჰოლანდიიის ლეიბორისტულმა პარტია. ლეიბორისტული პარტია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1946 წელს შეიქმნა სამი პარტიის გაერთიანების შედეგად და იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ჰოლანდიის ყველაზე ძლიერ მემარცხენე პარტიად ითვლება. 1946 წლიდან მოყოლებული ჰოლანდიას 4 ლეიბორისტი პრემირ მინისტრი ჰყავდა, აქედან ჯერჯერობით უკანასკნელი ვიმ კოკი 1994-2002 წლებში.
პარტიისათვის დამახასიათებელია სწრაფვა სოციალური უზრუნველყოფის მაღალი ხარისხისა და სამედიცინო დაზღვევის ღირებულების შემცირებისკენ. ასევე შედარებით ტოლერანტული დამოკიდებულება იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით.
2002 წლის წარუმატებლობამ(პარტიამ ისტორიაში ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა 15.1 %) გამოიწვია ის რომ პარტიამ 2005 წელს ახალი მანიფესტი მიიღო, სადაც მნიშვნელოვნად არის კორექტირებული 1977 წლის მანიფესტის იდეები, მათ შორის მნიშვნელოვანი სამრეწველო სექტორის, ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით. ამ ცვლილებებს რაიმე გარდამტეხი შედეგი არ მოუტანია თუმცა 2005 წლის შემდეგ ჩატარებულ ორივე არჩევნებში ლეიბორისტულმა პარტიამ სტაბილურად მეორე ადგილი დაიკავა.
გვერდი მოამზადა ლევან აბაშიძემ