ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი. გერმანია

გერმანია

გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ:


·    გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირი 
  (იდეოლოგია:  ქრისტიან დემოკრატია, ლიბერალური კონსერვატიზმი)

·    გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტია   (იდეოლოგია:  სოციალ დემოკრატია, მესამე გზა)

·    თავისუფალი დემოკრატიული პარტია   (იდეოლოგია:  ლიბერალიზმი)

·    Die Linke   (იდეოლოგია:  დემოკრატიული სოციალიზმი)

·    ალიანსი 90/მწვანეები   (იდეოლოგია:  მწვანე პოლისები)

·    ქრისტიან-სოციალური კავშირი ბავარიაში   (იდეოლოგია:   რეგიონალიზმი, ქრისტიან დემოკრატია, კონსერვატიზმი)

ამჟამად გერმანიაში მთავრობაში მემარჯვენე კოალიცია(CDU, CSU, FDP) იმყოფება. კოალიციის ლიდერი გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირია(CDU), რომელმაც გერმანიის ბოლო 2009 წლის საერთო არჩევნებში ხმების 27.3 % მიიღო და ბუნდესტაგში 194 წევრით არის წარმოდგენილი.
2009 წლის არჩევნებში ხმათა 23 % მიიღო გერმანიის სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ(ყველაზე ცუდი შედეგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში), სამთავრობო კოალიციაში მყოფმა თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ 14.6 %, Die Linke-მ 11.9 %, მწვანეთა პარტიამ 10.7 %, ხოლო სამთავრობო კოალიციის მესამე წევრმა ბავარიის ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა 6.5 %.
გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტია, დღეს გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტიაა და ისტორიულად გერმანიაში მემარცხენე პოლიტიკის ავანგარდულ პარტიას წარმოადგენს. SPD უძველესი მემარცხენე პარტიაა, რომელიც 1863 წელს ფერდინანდ ლასალმა დაარსა, როგორც საერთო გერმანელ მუშათა კავშირი. 1875 წელს კავშირი ვილჰელმ ლიბკნეხტისა და ავგუსტ ბებელის მიერ 1869 წელს დაარსებულ სოციალ დემოკრატიულ მუშათა პარტიას შეუერთდა. 1878—1890 და 1933—1945 წლებში პარტია არალეგალურად არსებობდა. თანამედროვე სახელწოდება კი პარტიამ 1890 წელს მიიღო მას შემდეგ რაც გერმანიაში სოციალისტების წინააღმდეგ მოქმედი კანონი გაუქმდა. SPD მოგვიანებით ჰიტლერის ხელისუფლების მიერაც იდევნებოდა.
თავდაპირველად პარტია გამოკვეთილად მარქსისტულ პრინციპებს ეფუძნებოდა, თუმცა მეორე მს.ომის შემდეგ შეხედულებები გადახედილ იქნა. გარდამტეხი იყო 1959 წლის გოდესბეგის პროგრამა, სადაც  გერმანელმა სოციალ დემოკრატებმა უარყვეს კლასობრივი ბრძოლის მარქსისტული პრინციპები და პრიორიტეტულად სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელება გამოცხადდა. შედეგად SPD-მ 1961 და 1965 წლის არჩევნებში პროცენტულად პირველ ადგილზე გავიდა, თუმცა მცირე უპირატესობის გამო სამთავრობო კაბინეტის ფორმირება ვერ მოახერხა. სიტუაცია 1969 წელს შეიცვალა როდესაც SPD-მ არჩევნები უფრო სოლიდური უპირატესობით მოიგო და გერმანიის პირველი სოციალ დემკრატი კანცლერი ვილი ბრანდტი გახდა. SPD ხელისუფლებაში 1982 წლამდე დარჩა და ამ პერიოდის განმავლობაში გერმანიას კიდევ ერთი სოციალ დემოკრატი კანცლერი ჰყავდა ჰელმუტ შმიდტის სახით.
SPD-ის შემდგომი ელექტორალური წარმატება 1998 წლით თარიღდება, თუმცა მანამდეც განვლილ 4 არჩევნებში SPD საშუალოდ ხმების 35 %-ზე მეტ რაოდენობას იღებდა და ისეც აღსანიშნავია რომ ორჯერ მთავარ კონკურენტ ქრისტიან დემოკრატიულ კავშირზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოახერხა.
1998 წელს კიდევ ერთი განახლება მოხდა, SPD-მ მესამე გზისა და ახალი ცენტრის(Neue Mitte) იდეოლოგია გაიზიარა და გერმანიის არჩევნების ისტორიაში ყველაზე დიდი 12 %-იანი უპირატესობით მოგება მოახერხა. SPD-მ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბა მწვანეებთან ერთად და კანცლერი სოციალ დემოკრატი გერჰარდ შრიოდერი გახდა. SPD-მ შემდეგ არჩევნებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და 2005 წლის არჩევნებშიც ქრისტიან დემოკრატებზე 5 %-ით მეტი ხმა მიიღო, თუმცა კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.
SPD-მ ისტორიაში ყველაზე დაბალი შედეგი(23 %) აჩვენა გერმანიის ბოლო საერთო 2009 წლის  არჩევნებში. კრიზისის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ მესამე გზისა და ახალი ცენტრის წარუმატებლობა, ტრადიციულ სოციალ დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმა და ცენტრისკენ გადახრა. რისი შედეგიცაა გერმანიის სხვა მემარცხენე პარტიების გაძლიერება მაგ: Die Linke და მწვანეები, რომლებიც SPD-ის მნიშვნელოვანი რაოდენობის ხმებს ართმევენ.
თუმცა მიუხედავად ამ კრიზისული პერიოდისა, შემდგომ 2013 წლის არჩევნებში SPD-სა და მწვანეების ალიანსის გამარჯვებას ვარაუდობენ.

მოამზადა ლევან აბაშიძემ

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ