ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი. პორტუგალია

 

 

 

პორტუგალია

პორტუგალიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენს:


•    სოციალ დემოკრატიული პარტია
(იდეოლოგია: ლიბერალური კონსერვატიზმი)

    სოციალისტური პარტია (იდეოლოგია: სოციალ დემოკრატია, მესამე გზა)

•    სახალხო პარტია (იდეოლოგია: კონსერვატიზმი, ქრისტიანული დემოკრატია)

•    დემოკრატიული ერთობის კოალიცია (იდეოლოგია: კომუნიზმი, მარქსიზმ-ლენინიზმი, მწვანე პოლიტიკა, ეკო სოციალიზმი)

•    მემარცხენე ბლოკი (იდეოლოგია: სოციალიზმი, ანტი-კაპიტალიზმი, ეკოსოციალიზმი)

2011 წლის არჩევნებში გაიმარჯვა სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ და მიიღო ხმათა 38, 7% და ერგო 108 ადგილი საკანონმდებლო ორგანოში, სოციალისტურმა პარტიამ 28, 1% (74 ადგილი), სახალხო პარტია 11,7% (24 ადგილი), დემოკრატიული ერთობის კოალიცია 7,9% (16 ადგილი) და მემარცხენე ბლოკმა 5,2 (8 ადგილი).

2009 წლის არჩევნებში სოციალისტურმა პარტიამ მიიღო ხმათა 36,6% ხოლო დემოკრატიულმა პარტიამ კი ხმათა 29,1%.

პორტუგალიის სოციალისტური პარტია დაარსა 1973 წლის აპრილში, პორტუგალიელმა პოლიტიკოსმა მარიო სუარესმა. 1976 წლიდან 2011 წლამდე, 13 ჩატარებული არჩევნების შედეგად ოციალისტური პარტია ექვსჯერ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. ამჟამად სოციალისტური პარტია არის პორტუგალიის ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება.

 

 

მოამზადა ბაქარ ბერეკაშვილმა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ