ესპანეთი
ესპანეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენს
· ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია (იდეოლოგია: სოციალ დემოკრატია)
· სახალხო პარტია (იდეოლოგია: კონსერვატიზმი, ქრიასტიანული დემოკრატია)
· გაერთიანებული მემარცხენეები (იდეოლოგია: კომუნიზმი, სოციალიზმი)
· კატალონიელ მწვანეთა ინიციატივა (იდეოლოგია: რეგიონალიზმი, მწვანე პოლიტიკა, ეკო სოციალიზმი)
· კონვერგენცია და ერთიანობა (იდეოლოგია: რეგიონალიზმი, ლიბერალიზმი, ქრისტიანული დემოკრატია)
· ბასკეთის ნაციონალური პარტია (იდეოლოგია: სეპარატიზმი, ქრისტიანული დემოკრატია)
· კატალონიის რესპუბლიკელი მემარცხენეები (იდეოლოგია: სეპარატიზმი, რესპუბლიკანიზმი, სოციალ დემოკრატია)
· ერთობა, პროგრესი და დემოკრატია (იდეოლოგია: სოციალური ლიბერალიზმი, ცენტრალიზმი)
· გალიციის ნაციონალისტური ბლოკი (იდეოლოგია: რეგიონალიზმი, სოციალიზმი)
· კანარის კოალიცია (იდეოლოგია: რეგიონალიზმი, ცენტრიზმი)
· Nafarroa Bai (NA-BAI) (იდეოლოგია: სეპარატიზმი)
ამჟამად ესპანეთში, მმართველ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია, რომელმაც ესპანეთის ბოლო 2008 წლის საერთო არჩევნებში მიიღო ხმათა 43,,9% და დეპუტატთა კონგრესსში 169 წევრით არის წარმოდგენილი.
2008 წლის არჩევნებში ხმათა 39, 9% მიიღო სახალხო პარტიამ, 3,8% გაერთიანებულმა მემარცხნეებმა და კატალონიელ მწვანეთა ინიციატივამ, 3,0% კონვერგენცია და ერთობამ, 1,2% ბასკეთის ნაციონალურმა პარტიამ, კატალონიის რესპუბლიკელმა მემარცხენეებმა, და ერთობა, პროგრესი და დემოკრატიამ, 0.8% გალიციის ნაციონალისტურმა ბლოკმა, 0,7% კანარის კოალიციამ და 0,2% პარტია Nაფარროა Bაი (NA-BAI)
ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია, რომელიც დღეს წარმოადგენს მმართველ პოლიტიკურ პარტიას ისტორიულად არის ესპანეთში მემარცხენე პოლიტიკის ავანგარდული პარტია, იგი ჩამოყალიბდა 1879 წლის მაისში და მისი დამაარსებელია ცნობილი ესპანელი სოციალისტი და მშრომელთა ლიდერი Pპაბლო იგლესიასი. თავდაპირველად პარტია ეფუძნებოდა რევოლუციური მარქსიზმის პრინციპებს, თუმცა 1979 წელს პარტიამ ოფიციალურად აღიარა სოციალ დემოკრატია მის იდეოლოგიურ იდენტობად და მხარი დაუჭირა ესპანეთის, როგორც კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრინციპს და ამით გაიზიარა მესამე გზის კონცეპტები და პრინციპები.
ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია იყო დიქტატორ ფრანკოს უმთავრესო ოპოზიცია და პარტია 1938-1977 წლებში აკრძალულიც კი იყო ფრანკოს რეჟიმის მიერ, მისი უამრავი წევრი იდევნებოდა, ზოგიერთი იქნა გადასახლებული ესპანეთიდან ზოგიერთი კი სიკვდილით დაისაჯა.
1977 წლის შემდეგ, როდესაც პარტიას მოეხსნა აკრძალვა, იგი აქტიურად ჩაება პოლიტიკაში და მიაღწია მნიშვნელოვან წარამტებებს. Pპარტიამ ხმათა უმრავლესობა მიიღო და მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია 1982, 1986, 1989 და 1993 წლის საერთო არჩევნებში. 1996-2001 წლებში პარტიამ განვლო სერიოზული კრიზისი. 2001 წელს კი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო (ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი) არჩეულ იქნა პარტიის გენერალურ მდივნად, 2003 წელს კი პარტიამ მოიგო მუნიციპალური არჩევნები, 2004 და 2008 წლებში კი ხმათა 43% გაიმარჯვა არჩევნებში და დღემდე რჩება მმართველ პოლიტიკურ პარტიად.
ბოლო დროს, ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის წარმატება უკავშირდება მის ეფექტურ პოლიტიკას, როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკაში. Pპარტია მხარს უჭერდა ევროკავშირის კონსტიტუციას, მხარს უჭერდა ევროინტეგრაციის პროცესებს და შესძლო საერთო ენის გამონახვა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით EთA-სთან 2006 წელს რაც ესპანეთის ისტორიაში ტრიუმფალური ნაბიჯია.
მოამზადა ბაქარ ბერეკაშვილმა