19 მარტს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი სემინარი ციკლიდან “ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსათვის”. სემინარში მონაწილეობა მიიღეს თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ჟურნალისტებმა. სემინარის მომხსენებლები იყვნენ მარინა მუსხელიშვილი, პროფესორი, პოლიტოლოგი (სოფლის მეურნეობის ევროპული მოდელი) და გიორგი კევლიშვილი, მხატვარი (სტუდენტობა და სტუდენტური თვითმმართველობა).
თელავის სემინარის მონაწილეთა ძირითადი კითხვები შეეხებოდა სოფლის მეურნეობის პერსპექტივებს ახალგაზრდობის რეგიონიდან აქტიური გადინების ფონზე. სტუდენტებს აინტერესებდათ, თუ რა გზა აქვს ამ მხრივ განვლილი ევროპას და რა როლი იყო ევროპულ პრეცენდენტებში დათმბილი ახალგაზრდული აქტიურობებისთვის. ასევე ინტერესი გამოიწვია პროექტის ფარგლებში ამოქმედებულმა ვებ-პორტალმა