გაუგებარი ტრაგედია პოსტმოდერნული ტერორი და იდენტობის პოლიტიკა

კამიუს ერთ-ერთი პიესის სახელწოდებაა – გაუგებრობა.  ფულს და კარგ ცხოვრებას მოწყურებული დედა-შვილი საკუთარ სასტუმროში გაჩერებულ ტურისტებს ძარცვის მიზნით კლავს დროდადრო.  ერთხელაც მათ 20 წლის წინ წასული შვილი და ძმა ეწვევა, რომელსაც მათთვის სასიამოვნო სიურპრიზის გაკეთება უნდა.  ამ გმირს უნდა რომ საკუთარ დედას და დას უეცრად ასიამოვნოს არა მხოლოდ საკუთარი გამოჩენით, არამედ სპეციალურად მათთვის დაზოგილი ფულის ჩუქებით.  პირველ ღამეს ის სასტუმროში რჩება ისე, რომ საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებს – უნდა უკეთ გაიგოს გარეშე თვალით თუ როგორ ცხოვრობდნენ მისი დედა და და.   მაგრამ, ამასობაში ბედი სხვანაირად მოტრიალდება.  დედა და და ‘საჩუქარს’ მისი დახმარების გარეშე აიღებენ დამ ას კი მძინარეს მდინარეში ჩააგდებენ.  მოგვიანებით კი აღმოაჩენენ რომ მათ უახლოესი ადამიანი თვითონ მოკლეს.  დედა გადაწყვეტს რომ თვითონაც გაიზიაროს საკუთარი შვილის ბედი.   და კი არ ნანობს – ის თავს არწმუნებს იმაში, რომ ის საკუთარ ძმას სამართლიანად მოექცა.  ‘ჩემმა ძმამ უკვე კარგად იცხოვრა, ახლა კი ჩემი დრო მოვიდა’ – თუმცა იმას კი აღიარებს რომ გაუგებრობა მოხდა და მისი ამ ადამიანის ვინაობა წინასწარ რომ სცოდნოდა მას ალბა თარ მოკლავდა.  ‘ბიზნესზე ორიენტირებული’ დის აზროვნება მთლიანად რაციონალურია – ის მომხდარს სამართლიანობად აფასებს, თუმცა არც ის უხარია რომ საკუთარი ძმა მოკლა.  პატრიარქალური და კლასობრივი ჩაგვრის სისტემისაგან ჩაგრული ახალგაზრდა ქალი სრულიად სამართლიანად გამოხატავს პრეტენზიას მის ირგვლივ არსებული ცივილიზაციის მიმართ, რომელმაც მას ადგილი მიუჩინა პროვინციალ, მიყრუებულ სასტუმროში და მისი ძმა კი გააბედნიერა უცხო ქვეყანაში, სადაც დააქორწინა კიდეც.  მისი აზრით ეს დიდი დიდი უსამართლობაა და მისი ძმა თავისი სიკვდილით პასუხს აგებს ცივილიზაციის ამ უსამართლობით სარგებლობისათვის.  კამიუს პიესის პროტაგონისტი დედა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს.  ამით ის ერთგვარად თვითმკვლელი ტერორისტი ხდება – ოღონდ სხვა მოტივაციით მოქმედი.  

    მიუხედავად იმისა რომ მას მერე დიდი ხანი გავიდა – ეს პიესა ჩვენი დღევანდელი ყოფისთვისაც კარგი მახასიათებელია.  ეგრეთწოდებული ‘ლიბერალური დემოკრატიის’ პირობებში ბევრი ტერორისტული დაჯგუფება გაჩნდა, რომელიც ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს.  ბევრი მათგანი სწორედაც რომ უსამართლობაზე ლაპარაკობს და ამით ამართლებს საკუთარ ძალმომრეობას.  სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავის მიერ ჩადენილ პირდაპირ ძალადობას საზოგადოებაში არსებული სტრუქტურული ძალადობით ხსნის.  ‘მე პასუხს ვცემ იმ უსამართლობას, რომელიც ამდენ ადამიანს ჩაგრავს დღეს’.  ამ გაგებით ბევრი ტრაგედია, რომელიც ჩვენს თავს ტრიალებს გაუგებრობაა და მეტი არაფერი.  თუმც ამით იმ ადამიანების ბედი ნამდვილად ვერ ხდება უკეთესი, რომელიც ამ ტერორისტული აქტების შედეგად ზარალდება.  ახლახანს ფანატიკოსი მემარჯვენე ექსტრემისტის თავდასხმის შედეგად ნორვეგიაში ქართველი ახალგაზრდა გოგოც შეეწირა.  რატომ გადაწყვიტა ანდერს ბრეივიკმა სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდების ასეთი ბარბაროსული წესით ამოხოცვა ნამდვილად გაუგებარია რბილად რომ ვთქვათ.  დღეს მის მიერ შექმნილ ულტრამემარჯვენე ‘მანიფესტოებს’ ბევრი მკითხველი ჰყავს – ადამიანები ცდილობენ სხვადასხვა აზრი ამოიკითხონ მის ევროპა-ცენტრისტულ, შოვინისტუ

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ