2 ოქტომბერი, ფოთი
2 ოქტომბერს ფოთში ჩატარდა მორიგი დისკუსია-სემინარი ციკლიდან „ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსთვის“. სემინარს ესწრებოდნენ ადგილობრივი სტუდენტები, ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სემინარს უძღვებოდნენ პოლიტოლოგები გელა ბანძელაძე და გია ჟორჟოლიანი. სემინარის ძირითადი თემა იყო სოციალური პოლიტიკა ევროპაში, ევროპული დემოკრატიის ისტორია და თანამედროვება და საქართველოს ახალგაზრდობის გამოწვევები მომავლის პოლიტიკაში.
სემინარის შემდგომი დისკუსია ძირითადად დაეთმო რეგიონში მცხოვრები სტუდენტი ახალგაზრდობის პერსპექტივებს, მათი დასაქმებისა და სამოქალაქო აქტიურობის შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოს, რომელშიც უწევთ განათლება და მოღვაწეობა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს. სერიოზული დისკუსია წარიმართა ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის გარშემო.
{youtube}iNDzFgdB6J{/youtube}