ძალიან სიმბოლური რეალიზმი

მე ვარ რეალისტი, ამიტომ მინდა მოკლედ შევეხო რეალობის საკითხს. ვისაც ამაზე გაგეცნიებათ, პოსტმოდერნულად თუ უბრალოდ ნიჰილისტურად, გირჩევთ მაინც წაიკითხოთ ეს მოკლე სტატია.

ბოლო კვირაა ქართულ მასმედიას, ბლოგებს და ფეისბუქს ვაკვირდებოდი და ჩემი შთაბეჭდილებით ზაზა ბურჭულაძის რეპლიკა მოქცეულია კრიტიკული დისკურსის ცენტრში. ქურდების, პრეზიდენტის კულტურის საკითხებში ჩარაარჩარევის და ჩარეცლილების ამორეცხვის საკითხები ძალიან სიმბოლური და უთუოდ აქტუალურია.

როგორც მოგახსენეთ მე რეალისტი ვარ, რაშიც ვგულისხმობ იმას რომ რეალობას ჩემთვის ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რა არის ჩემი აზრით ბოლო კვირის ქართული რეალობა?

25 მარტს პოლიციამ დაარბია მშვიდობიანი მიტინგი რომელიც იუსტიციის სამინისტროს წინ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით იქნა გამართული. უკანონოდ დააპატიმრეს რამდენიმე ახალგაზრდა (დაპატიმრებების კანონიერებაუკანონობაზე კამათს არ ვაპირებ, თუ მიგაჩნიათ რომ კანონიერად დააპატიმრეს შეგიძლიათ აქ კიხვა შეწყვიტოთ). დაპატიმრებულებიდან მერაბ ჭიქაშვილის და გიორგი ხარაბაძეს 20-20 დღით თავისუფლების აღკვეთა ხოლო არჩილ ჩიქოვანს 10 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს ახალგაზრდები ამჟამად წვანან ან სხედან ხის ნარებზე, იმავე ტანსაცმელში რომელშიაც დააკავეს. ოთახი არის მაქსიმუმ 20 კვადრატული მეტრი, ჭუჭყიანი და უსარკმელო. ოთახშის იატაკში არის ტუალეტის ხვრელი რომელშიც დაგროვებული ფეკალიების ნაწილაკების დიდი კონცენტრაციაა ჰაერში. ერთადერთი ხელმისაწვდომი წყალი არის ჭუჭყიან პლასტიკის ბოთლებში რომლებიც ახალგაზრდებს ტუალეტის ხვრელთან დახვდათ. თავიდან ალბათ იფიქრეს ხელის დასაბანი წყალიაო, მაგრამ მერე სხვა წყალი რომ არ დაუშვეს, ამის სმა მოუწიათ. ამასთანავე ისინი შიმშილობენ, თუმცა ამ გარემოში მადის შენარჩუნება და ღებილების შეჩერება ალბად ისედაც შეუძლებელი იქნებოდა. http://7days.ge/uploads/posts/2010-04/1270656656_c.jpg

ეს არის ის რასაც მე მივიჩნევ რეალობად, რეალობა რომელიც ყველანაირი სიმბოლურობისგან დამოუკიდებლად არსებობს. ჩემი დაკვირვებით 2011 წლის მარტის ბოლო დღეების ქართულ საზოგადოებას რეალურს სიმბოლური ურჩევნია.

რატომ? იმიტომ რომ უფრო კომფორტულია იმაზე ფიქრი რაზეც კონტროლის გრძნობა უკეთ ვრცელდება? ანუ სიტყვებზე ვიდრე მდგომარეობებზე? თუ ეს იდენტობის ამბავია და მედია, ბლოგერები და ჩემი ფეისბუქელი მეგობრები ზაზა ბურჭულაძესთან უფრო აიგივებენ თავს ვიდრექუჩის აქტივისტებთან”? იქნებ იმაშია საქმე რომკულტურული რევოლუციაპოლიტიკურ რევოლუციაზე უფრო მნიშვნელოვანია ამჟამინდელი საქართველოსთვის?

მინდა სწორად გამიგოთ, მე ზუსტადაც რომ მიმაჩნია რომ კულტურული რევოლუცია პოლიტიკურ რევოლუციაზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც განვიცდი რომ ის კულტურა რომელსაც მე ვხედავ რეალობის პრინციპებით ნაკლებად საგრებლობს.

ეს მხოლოდ ქართული საზოგადოების კრიტიკა არაა, სიმბოლური ბევრგან დგას რეალურის წინ კედლად.

დღეს ფეისბუქზე რეალობას ვუყურებდი, თავგადახსნილ სირიელ ყმაწვილებს ასფალტზე. მერე ვიფიქრე ჩემს ქართულ ან ამერიკულ სამეგობროს რა რეაქცია ექნებოდა ეს რომ გამეზიარებინა. თავი შევიკავე. ისევ ჯობია სიტყვიერად გაგიზიაროთ, სიტყვები თითქოს უფრო მორჯულებადია ვიდრე სურათები, შეგრძნებები, ტკივილი

 

 

წერილში გამოყენებულია ფოტო საიტიდან 7days.ge

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ