ქართველი კაცი ოსტატია მომავალზე არხეინ ფიქრში, ისევე როგორც ოსტატია წარსულის და აწმყოს გამართლებაშიც _ „ეტყობა ასე გვეწერა!“ „ვიღაცამ დაგვთარსა“, „ბევრი მტერი გვყავს“. „ასეთი ბედი გვქონია“. და ამგვარ კომფორმიზმში გადის ცხოვრებაც. რომ კითხო, რატომ არ მოქმედებს და არ აქტიურობს, ჯერ მოიმიზეზებს, რომ ქვეყანას გმირები აღარ ყავს, მერე იტყვის _ შენ დაიწყე და წამოგყვებიო, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მაინც ძველ სიბრძნეს დაუბრუნდება _ მოდი მე არ ვიხმაურებ და მერე „რაღაცა გამოჩნდება“. მოკლედ, სწორედ ამგვარ ბრძენ საზოგადოებას ვკადრებთ და დავანახებთ თუ კონკრეტულად რა შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს და დიდი ალბათობაა შორეულ მომავალშიც თუ დრევანდელი ხელისუფლება ამ იმედით მაცხოვრებელი ხალხის ფონზე გააგრძელებს არხეინად სუფევას. |