ივანიშვილის ქველმოქმედება ხელისუფლებასთან კითხვებს აჩენს



მედიაში გამოჩნდა „ambebi.ge“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში 2005-2010 წლებში განხორციელებულ პროექტებზე, რომელთა საერთო ღირებულებამ 1 156 081 151 ლარი შეადგინა. ამ ინფორმაციით გაირკვა, რომ ბევრი პროექტი, რომელსაც ხელისუფლება საკუტარ დამსახურებად ასაღებდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილის ფონდების („ქართუ“,"ქართუ", "ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი" და ასოციაცია "ატუს")თანხებით ხორციელდებოდა.

მხოლოდ 2010 წელს 2 მილიონზე მეტი თანხით შეკეთდა "თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი"  („ფილარმონია“), 3.5 მილიონი მოხმარდა მწვრთნელებსა და სპორცმენებს, 2 მილიონზე მეტი რაგბის კავშირს, 10 მილიონზე მეტი მედიცინას, მილიონზე მეტი მეცნიერებათა აკადემიას, მილიონზე მეტი ბოტანიკურ ბაღსა და ბოტანიკის ინსტიტუტს, ნახევარი მილიონით კი საჯარო სკოლებისთვის ის ტექნიკა იყიდა, რომელსაც სააკაშილი მის პირად ინიციატივად და საჩუქრად ასაღებდა, 17 მილიონად ფრანგული სკოლა აშენდა,  10 მლნ ლარითპროექტი "ქონების დაგროვება 2010 წლის საგრანტო პროგრამების შესრულებისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის". 6 791 100 ლარისაჩხერის რაიონის მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის სახლების რეაბილიტაციაზე, 6 673 500 ლარისაჩხერის სამედიცინო კომპლექსის მშენებლობაზე,  6 041 600 ლარი კი რაგბის სტადიონების მშენებლობაზე დაიხარჯა. სოციალურად დაუცველი პირების დასახმარებლად 2010 წელს "ქართუმ" 592 726 ლარი გამოყო. სხვადასხვა ხარჯებს (ადმინისტრაციულსამეურნეო ხარჯები, სესხის პროცენტი და საკურსო სხვაობა) კი 1 990 318 ლარი დასჭირდა. 2010 წელს ივანიშვილმა 212 ეკლესიის რესტავრაცია დააფინანსა 4 მილიონზე მეტი ლარით… ციფრებით რომ არ გადაგღალოთ, ეს სფეროები ფინანსდებოდა წლების განმავლობაში. ივანიშვილმა მოახდინა ჯანაშიას მუზეუმის, გრიბოედოვის თეატრის, რუსთაველის, თეატრის, მარჯანიშვილის თეატრის, ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის რესტავრაცია, ზესტაფონი_ჭიათურის გზა, სამების საკათედრო ტაძარი, ციცინათელას გასართობი კომპლექსი, ბათუმის დელფინარიუმი… მხოლოდ 2006 წელს განათლების ობიექტების რეაბილიტაციაში 24 მილიონზე მეტი დახარჯა,ხოლო მხოლოდ 2009 წელს მანქანა-დანადგარების შესყიდვაზე  17 მილიონზე მეტი გაიღო… და ა.შ.

ამ ინფორმაციის ფონზე ჩნდება კითხვა _ რა დანიშნულება ქონდა საქართველოს მთავრობას, ან სად მიდიოდა ის თანხები, რომლებიც  სამინისტროებს უნდა დაეხარჯათ იმაში, რაშიც ხარჯავდა ივანიშვილი? რა საჭიროა განათლების სამინისტრო, თუ სკოლები შეაკეთა ივანიშვილმა, კომპიუტერები იყიდა ივანიშვილმა, მასწავლებლებს ეხმარებოდა, აკადემიას და მეცნიერებას ინახავდა ივანიშვილი? რა საჭიროა კულტურის სამინისტრო თავის მინისტრიანად, თუ თითქმის ყველა ისტორიული ძეგლი ივანიშვილმა შეაკეთა, თუ ყველა ძირითადი კულტურული დაწესებულება ივანიშვილმა გაარემონტა და თან თვითონვე არჩენდა მოქმედ დასებს, რას აკეთებს ნიკა რურუა როგორც მინისტრი? რაში იღებს ის ხელფასს ან სად მიდის მისი უწყებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფული? რა საჭიროა სოფლის მეურნეობის სამინისტრო? ჯანდაცვის სამინისტრო? საერთოდ რას აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობა? გზებს? მაშინ სად წავიდა  ვალად აღებული მილიარდები? ამას  დავუმატოთ დასავლეთის დახმარება, ასევე მილიარდები, ეს კი ბიუჯეტს არ ეხება.  სადაა ხალხისგან გადასახადებით, ჯარიმებით, საურავებით, საპროცესო შეთანხმებებით, სტრატეგიული ობიქტების გაყიდვიდან ამოღებული თანხებით, ტრანზიტით, საბაჟო მოსაკრებლებით ამოღებული ფული? ეს მუქთახორობა თაღლითობა  და პარაზიტობა არაა, ამაზე ნაკლებისთვის ქვენის მეთაურებს კანალიზაციის მილებში უწევდათ დამალვა.

 

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ