თბილისი ფლანგავს ფულს სახელმწიფო იდეოლოგიის პროპაგანდაზე

ჰოლივუდის ვარსკვლავები ქართულ-რუსული ომისადმი მიძღვნილ პრემიერაზე საქართველოში

მეთიუ ქოლინი

თბილისი – ამერიკელმა ვარსკვლავებმა ენდი გარსიამ და შერონ სთოუნმა ექს-საბჭოთა თბილისში კვირას გლამური შემოიტანეს. ისინი იმ რუსულ-ქართული ომის შესახებ ფილმის პრემიერას დაესწრნენ, რომელიც კონფლიქტს კრემლის აგრესიად აღწერს

ფილმის „აგვისტოს ხუთი დღე“, რომელიც გადაიღო ვეტერანმა რეჟისორმა რენი ჰარლინმა და რომლის თანაპროდიუსერიც ქართველი მინისტრი იყო, მთავარი გმირი ამერიკელი რეპორტიორია. ის ცდილობს დაადგინოს სიმართლე იმ სისასტიკეებზე, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის განმავლობაში იქნა ჩადენილი.

„ეს ომის წინააღმდეგ მიმართული ფილმია“ – განაცხადა თბილისში პრეს-კონფერენციაზე  გარსიამ, რომელიც ქართველი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს.

„ჩვენ ვხედავთ ტრაგედიებს იმ იმედით, რომ ისინი აღარ განმეორდება“ – განაცხადა მსახიობმა, რომელიც ერთ დროს მისი როლისთვის ფილმში „ნათლია: ნაწილი მესამე“ ოსკარზე იყო წარდგენილი.

რეჟისორმა ჰარლინმა, ცნობილმა მისი მძაფრსიუჟეტიანი თრილერებით „კერკეტი კაკალი 2“ და „ქლიფჰანგერი“, განაცხადა, რომ ეს არის ფილმი პატარა ქვეყანაზე, რომელიც „დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძვის“.

„ეს ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში ყველაზე ძლიერი გამოცდილება იყო“ – განაცხადა მან საქართველოში ფილმის გადაღებაზე.

ასობით ადამიანი დაიღუპა ხანმოკლე ომში, რომლის დროსაც მოსკოვის ჯარები მეზობელ საქართველოში შეიჭრნენ, რათა მოეგერიებინათ პრო-რუსული მეამბოხე რეგიონის, სამხრეთ-ოსეთის დაბრუნების ქართველთა მცდელობა.

ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი პრო-დასავლელი სააკაშვილის ადმინისტრაციის მინისტრია, თუმცა ის უარყოფს, რომ ფილმი კონფლიქტს მიუკერძოებლად აღწერს.

„რაღა თქმა უნდა ეს არ არის პროპაგანდა“ – უთხრა დიასპორების მინისტრმა მირზა დავითაიამ AFP-ს.

„მათ ფილმი Human Rights Watch-ისა და ევროპის კავშირის ანგარიშებს დააფუძნეს“ – განაცხადა მან.

საქართველოს ხელისუფლებამ ფილმის გადაღებისას ჰარლინს ნება დართო გამოეყენებინა მისი სამხედროები, ტანკები და ვერტმფრენები, შეტაკებებისა და ლტოლვილების გაქცევის სცენებზე მუშაობისას, თუმცა  იმ ფაქტს, რომ ფილმს უშუალოდ აფინანსებდნენ  უარყოფენ.

ჰარლინმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ პროექტი $ 12 მილიონი დაჯდა და უარყო მანამდე ცნობილი $20 მილიონი, მაგრამ ფილმი მაინც რჩება ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად, რომელიც ოდესმა გადაღებულა გაღატაკებულ ქვეყანაში.

ფილმის კატალოგში, რომელიც თბილისში ფილმის ჩვენების დროს რიგდებოდა, ბრძოლაში მომაკვდავი  ქართველი ჯარისკაცები აღბეჭდილები იყვენენ როგორც გმირები.

შერონ სთოუნი ფილმში არ ჩნდება, მაგრამ დაესწრო ფილმის ჩვენებას და შემდგომ საქველმოქმედო ღონისძიებას, რათა შეეგროვებინა ფული ომით დაზარალებული ოჯახებისთვის.

კინოთეარტთან სადაც პრემიერა ტარდებოდა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მოიყარა თავი ამერიკელ ვარსკვლავებთან შესაგებებლად. ასეთი რამ სამხრეთ-კავკასიის პატარა რესპუბლიკაში იშვიათად ხდება.

„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ჰოლივუდელმა რეჟისორმა გადაიღო ფილმი იმაზე, რაც  მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც დიდი მტერი ჰყავს“ – უთხრა ერთმა მაყურებელმა, ნიკო ბაღაშვილმა AFP-ს.

„ეს პატარა ქვეყანაა და დიდებულია, რომ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიცაა გარსია და სთოუნი აქ ჩამოვიდნენ“ – განაცხდა ნანა ივანიშვილმა, კიდევ ერთმა მაყურებელმა.

მაგრამ დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის წევრებს, რომლებიც იმ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც გარსია და ჰარლინი გაჩერდნენ, ხელში ეჭირათ ბანერები აი ასეთი სლოგანებით – „იაფფასიანი პროპაგანდა ხელოვნება არ არის“.

„თბილისი ფლანგავს ფულს სახელმწიფო იდეოლოგიის პროპაგანდაზე“ – უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა, ბაქარ ბერეკაშვლიმა AFP-ს.

ორივე ქვეყანა ეპაექრება ერთმანეთს, რათა საკუთარი სარეკლამო კამპანია გააჩაღოს 2008 წლის კონფლიქტის შესახებ, რის შემდეგაც მოსკოვმა სცნო სამხრეთ-ოსეთისა და კიდევ ერთი მეამბოხე ქართული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა და იქ მუდმივად საკუთარი ჯარი განათავსა.

მოსკოვის მიერ გადაღებულ ფილმს ეწოდებოდა „Olympus Inferno“ და აღწერდა რუსეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც ეს იყო კანონიერი ინტერვენცია და მას უნდა შეეჩერებინა ქართული სამხედრო თავდასხმა. ის 2009 წელს გამოვიდა.

foreignpress.ge

AFP

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ