ექვსი მთავარი მიზეზი, რის გამოც ქრისტიანები არ მიდიან პოლიტიკაში

სიმონ ვორთკინსონი
გუშინ მე და ჩემი ორი მეგობარი გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკის წარმართვის ცენტრალურ ადგილას ვსეირნობდით და ვსაუბრობდით. საუბარი ეხებოდა პრობლემას _ რა განაპირობებს ქრისტიანების პოლიტიკაში ჩაურთველობას. უცებ მე მივხვდი, თუ რა უნდა იყოს გაერთიანებული სამეფოს ორი გამორჩეული შენობა. ესენია-პარლამენტის და ვესტმინისტერის სააბატოს სახლები. ამჯერად ეს იდეა არ იყო  მხოლოდ არქიტექურის სიდიადით ნაკარნახევი. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ამ შენობების  ერთმანეთთან სიახლოვე.
რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი, სახლი სადაც ამდენი გავლენიანი გადაწყვეტილება მიიღება, მდებარეობს ქრისტიანული მსახურების ძირძველ ადგილთან? პოლიტიკა და ქრისტიანობა, სწორია ეს თუ არასწორი, ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან.
ჩვენი საუბრის შედეგი არ ყოფილა რაიმე უტყუარი და ამომწურავი პასუხები. გთავაზობთ ჩვენს აზრს მხოლოდ 6 საკითხზე. ჩვენ გვინდოდა თქვენი კომენტარებისათვის გაგვეხსნა გზა და ერთად შეგვექმნა უფრო სრული და ზუსტი სურათი.

1.    პოლიტიკა „ბინძურია“

არავინ ამბობს, რომ პლიტიკოსობა სრულყოფილი პროფესიაა. ხალხი უშვებს შეცდომებს. წარმომადგენლებმა შესაძლოა ცუდად ისარგებლონ თავიანთი მდგომარეობით. ზოგიერთი ვერ უძლებს მედიის მუდმივი გაშუქების ზეწოლას, მაგრამ მართლა არის კი პოლიტიკა(თავისი არსით დ.ა.) ბინძური, კორუფციული და უპატიოსნო?
მე ასე არ ვფიქრობ. ბევრი ძალიან პატივსაცემი ადამიანია პოლიტიკაში ჩართული, რომლებიც ეწევიან უკიდურესად ძნელ საქმეს და არ მუშაობენ იმისთვის, რომ სენსაციური სათაურებით გაშუქდნენ. მართალია, მხოლოდ ტრაგიკული ან სკანდალური ქმნის ახალ ამბებს, მაგრამ ამ ამბებს მეორე მხარეც აქვთ.
პოლიტიკა მართლაც არის ცოტათი „ჭუჭყიანი“, მაგრამ განა ეს უშლის ხელს ქრისტიანების ჩართულობას? არცერთი პროფესია არ არის უმწიკვლო და წმინდა, პოლიტიკაც ყველა სხვასა ჰგავს.
იესო მოევლინა ამ ცოდვილ ქვეყანას.ის მოვიდა ხსნისთვის. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის გამოხსნა. იესო იყო ნათელი ამა სოფლისა და მან უთხრა მის მიმდევრებს, რომ ისინი იყვნენ ნათელნი ამ ქვეყანაში. პოლიტიკა თუ ბნელია,  მაშინ სწორედ ის ადგილი ყოფილა, სადაც ქრისტიანებმა უნდა შეიტანონ სინათლე. ბნელ ადგილს ყველაზე მეტად სჭირდება სინათლე.

2.რა ბედენაა პოლიტიკა?  ჩვენ სხვა კარგ საქმეებს ვაკეთებთ…

პოლიტიკა ცვლის ვითარებებს. პოლიტიკა იღებს გადაწყვეტილებებს ისეთ რამეებზე, რაც ჩვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენს _ გადასახადის დონე, ინვესტირება საგანგებო სერვისებში, განათლების სისტემა და მრავალი სხვა.
როგორც ქრისტიანს, მე მსურს ეს გადაწყვეტილებები სასარგებლო იყოს ხალხისთვის, დაცულნი იყვნენ უმცირესობები და მარგინალები – ხალხი, რომლებზეც ამდენი მონათხრობია ბიბლიაში. პოლიტიკას აქვს შანსი ეცადოს დანერგოს საღვთო ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში – აი, ამაშია საქმე.
ეკლესია ძალიან ბევრს შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ლოცვით, სიყვარულით და ქვეყნის მსახურების უამრავი გზით. ამავე დროს ჩვენ უნდა დავინახოთ უფრო დიდი სურათი.
ერთხელ დოქტორმა მარტინ ლუთერ კინგმა თქვა, რომ მას არ უნდა იყოს უბრალოდ „კარგი სამარიტელი“ (ის პატივს სცემდა კარგ სამარიტელს), მაგრამ ის დაღლილია იერიქონის გზაზე ნაცემ-ნაბეგვი ხალხის ნახვით და აღარ სურს მოუაროს კიდევ ერთ მათგანს.
არამედ, სურს გამოასწოროს იერიქონის გზა, აღმოფხვრას ის მიზეზები, რომელთა გამოც მგზავრი იყო ნაცემ-ნაბეგვი. სწორედ რომ უკეთესი გადაწყვეტაა საკითხისა!
დიახ, ჩვენ უნდა მოვუაროთ იმ ტანჯულებს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ მიზეზები იმ ტანჯვებისა. როგორც ჩანს ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ მიშველების მიმართულებით, ვიდრე გამოსწორების მიმართულებით.
პოლიტიკა იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას უსამართლო სისტემის გამოსწორების, ნაკლები რომ იყოს ტანჯვა მომავალში, რათა თვალი შევავლოთ სამოთხის ლანდს დედამიწაზე.

3.    პოლიტიკა არ არის პრიორიტეტული, ჩვენ დრო უნდა დავხარჯოთ „სულების გადარჩენაზე სასუფევლისთვის“

უდავოდ მნიშვნელოვანია, მოვუთხროთ ხალხს იესოს სიყვარულზე, მსახურებასა და შეწირვაზე, როგორც ეს მან გვიქადაგა, მაგრამ იესოს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ქრისტეს მიმდევრობის მისიას გაცილებით მეტი განზომილებები აქვს.
იესოს მიმდევრობა ნიშნავს მასთან პარტნიორობას, რათა აღსდგეს ყველაფერი იგვარად, როგორც ეს ღმერთმა დასაბამიდან შექმნა, როცა ყველაფერი იყო სრული და უბიწო (უცოდველი). ღმერთი ყველაფერს ანახლებს და ირიგებს  თავის თავთან _ ქვეყანას და ყველაფერს მასში. ის ჩვენ გვთავაზობს ვიყოთ თანამშრომლები ამ მიმდინარე პროცესში, არა იმიტომ, რომ ეს მას სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ მას უნდა ააგოს ჩვენთნ ურთიერთობა, ერთად კეთების მეშვეობით.
ღმერთის მისია არის შეაკავშიროს სასუფეველი (სამოთხე), სადაც ღმერთის სუფევა სრულყოფილია, ამ ქვეყანასთან (სააქაოსთან), სადაც მისი სუფევა მხოლოდ ნაწილობრივია, ადამიანის ურჩობის გამო. ყოველი ძაფი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ეს ორი ერთმანეთთან დავაკავშიროთ არის თვალის მოკვრა იმ საუფლოსი, რომელიც უნდა მოვიდეს. მე მჯერა, რომ პოლიტიკა ამ დაკავშირებისათვის უნდა გამოვიყენოთ.
ორასზე მეტი წლის წინ უილიამ ვილბერფორსი პოლიტიკურ საშუალებებს იყენებდა მონობის გასაუქმებლად. ღვთის საუფლოში არ არიან მონები, ამ კანონის დედამიწაზე გადმოტანა არის საწინდარი სასუფევლის მოსვლისა, რაც მიანიშნებს ნელნელა უფლის დაბრუნებაზე. სულების გადარჩენა (სასუფევლისთვის) ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის მუშაობს სასუფევლის მიწაზე მოტანისათვისაც. ორივეს კეთება ნამდვილად უკეთესია.

4.    იესო მსახური იყო და არა კეისარი

    იესო უდავოდ მსახური იყო. ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა ხალხს ემსახურებოდა და აჩვენებდა მათ სიყვარულს, იმედს და პატივისცემას. პოლიტკა ზუსტად იმავე მიზნებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. პოლიტიკა ხალხისთვის და იმ საზოგადოებისთვის, სადაც ხალხმა უნდა იცხოვროს. პოლიტიკა არ უნდა იქნას გამოყენებული ხალხის ექსპლუატაციის, ზეწოლის ან დამცირებისთვის, რაც სამწუხაროდ ხდება ხოლმე. ჩვენ უნდა გავწმინდოთ პოლიტიკა, რათა ადგილი აღარ ჰქონდეს ზემოთაღნიშნულ მოვლენებს. გავიმეორებ, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის გაწმენდა, რათა ის ბოროტად არ იქნეს  გამოყენებული.
ქრისტეს მიმდევრობა არ ნიშნავს პოლიტიკურად ყოფნის შეუძლებლობას, შენ უბრალოდ სხვა ტიპის პოლიტიკოსი ხდები. იესო იყო მსახური-მეფე (მეუფე) და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მსახური-ლიდერები. ღვთის შეწევნით, ეს შესაძლებელია.


5.    მე ჩართული ვარ პოლიტიკაში, მაგრამ არა პარტიულ პოლიტიკაში

ქრისტიანების მიერ წარმართულმა კამპანიებმა ფანტასტიკური შედეგები მოიტანეს. ბევრმა ჩვენგანმა დააგზავნა საფოსტო ბარათები, ხელი მოაწერა პეტიციებს და ფიზიკურად გააპროტესტა. სხვა ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა – მაგრამ ჩვენ  არ შეგვიძლია გავაგრძელოთ ძალისხმევა მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი „ყვირილი“, რაც შეიძლება ხმამაღალი იყოს.
ჩურჩულს შიგნიდან მეტი თუ არა, ნაკლები ეფექტი არ ექნება, რადგან აქ საქმე ურთიერთობების მეშვეობით კეთდება.
ლოკალური პარტიული ორგანიზაციები ყოველთვის მზად არიან გარკვეული საქმეების კეთებისთვის. ალბათ არ მოიძებნება პარტია, რომელიც სრულიად იზიარებს თქვენს შეხედულებებს, მაგრამ ამან არ უნდა დაგაბრკოლოთ მათში ჩართვისკენ. არცერთი ცოლ-ქმარი არ ეთანხმება ერთმანეთს ყველა საკითხში, მაგრამ ეს არ იწვევს მათ გაყრას. ვერცერთი ქრისტიანი ვერ ნახავს ისეთ კონკრეტულ ეკლესიას, რომელიც აბსოლუტურად ეთანხმება მის წარმოდგენებს, მაგრამ ეს არ გვაკავებს ჩვენ იქ ვილოცოთ და ვადიდოთ უფალი. ამ სცენარებში ჩვენ საერთო  სურათს ვხედავთ – იგიევა პარტიის შემთხვევაშიც. ქვეყანას ესაჭიროება ისეთი ადამიანები, რომლებიც იქნებიან სამართლიანობის მებაირახტრენი, მარილი და სინათლე პოლიტიკურ პარტიებში.
მოდით, ერთად დავაბალანსოთ ჩვენი „ყვირილი“ და „ჩურჩული“.

6.    მე არ ვიცი როგორ ჩავერთო

პოლიტიკურ კულტურაზე ზემოქმედებისა და სისტემის მეშვეობით სიკეთეების კეთება უდავოთ სარისკო ამოცანაა. მადლობა ღმერთს, რომ დროთა განმავლობაში მან მოამზადა ხალხი არაერთი ამოცანის გადასაწყვეტად. გაიხსენეთ მოსე, რომელაც არ უნდოდა ხალხთნ ლაპარაკი, რის გამოც შიშით ცახცახებდა. ღმერთმა ძალა მისცა მას ეწინამძღვრა ერისთვის და შეწინააღმდეგებოდა ფარაონს.
ჩვენ გვჭირდება ხალხის მონაწილეობა და მათი პერსონალური ჩართვა პოლიტიკაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩვენთაგანი პარლამენტის წევრი უნდა გახდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი გვპასუხობდეს „აქა ვარ და გამიშვი“.
როცა უკანა გზაზე  ჩავუარე იმ ორ წარმოსადეგ შენობას, ერთი აზრი მომივიდა თავში. ერთ-ერთ მათგანში მრევლი მრავალი წლის მანძილზე დადიოდა ღვთის მსახურებისთვის, მაშინ როცა, მეორეს ძალიან სჭირდება იგივეს აკეთებდნენ იქ ხალხის მსახურებისთვის.

24/09/2010

თარგმნა დ. ადეიშვილმა

Christian Socialist Movement

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ