დისკუსია-სემინარების ციკლი "ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსთვის". მარნეული

2 აპრილს, “მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში” ჩატარდა მორიგი სემინარი სემინარების ციკლიდან “ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსათვის”. სემინარში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანელმა და ქართველმა ახალაგაზრდებმა ქვემო ქართლიდან. სემინარის მომხსენებლები იყვნენ მარინა მუსხელიშვილი, პროფესორი, პოლიტოლოგი (სოფლის მეურნეობის ევროპული მოდელი); ნინო კიღურაძე, ისტორიკოსი (ევროპა: ღირებულებები და პრინციპები); გელა ბანძელაძე, პოლიტოლოგი (სოციალური მედიის როლი) სემინარი ახალციხეში
მარნეულის, გარდაბნისა და ბოლნისის ახალგარდებისთვის ჩატარებული სემინარი აღმოჩნდა ყველაზე ინტერაქტიული. სტუდენტებს ამოძრავებდათ თითქმის ყველა საკითხი და თითოეულ მათგანზე იმართებოდა აქტიური დისკუსიები. განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო სოციალური მედიის როლს რეგიონულ განვითარებაში და ქვეყნის ინტერნეტიზაციის პერსპექტივებს. სტუდენტებს აინტერესებდათ, თუ რამდენად ხელმისაწვდომია ინტერნეტი ევროპაში და რა გავლენას ახდენს ის ახალგაზრდობის განათლების დონეზე. სემინარის წამყვანებმა აღმოაჩინეს, რომ ქვემო ქართლის ახალგაზრდობა ბევრად უფრო დაინტერესებულია თვითორგანიზაებასა და სამოქალაქო აქტიურობაში. სემინარის შემდეგ „ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ და „მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი“ გახდნენ პარტნიორები და ახლო მომავალში გეგმავენ ერთობლივი პროექტის განხორციელებას

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ