ხუდონჰესის პროექტი და მდგრადი ენერგეტიკის გამოწვევები (პოპულარული სამახსოვრო)

Share on Facebook373Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
  1. 1. არსებული გზშ(გარემოზე ზემოქმედების შეფასება)  მიხედვით, კაშხლის გარღვევის შემთხვევაში, 34 კილომეტრის დაშორებით 5,4 კილომეტრის გასწვრივ ტალღის სიმაღლე 5,6 მეტრი იქნება, ხოლო ზღვის სანაპიროს 54 კვადრატული კილომეტრი 30 სმ სიმაღლის წყლით დაიფარება
  2.  დანგრეული ეკოსისტემების სერვისები, ლანდშაფტები, სოციუმები (19 თემი) და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ვეღარასდროს აღდგება (საპროექტო არეალის საერთო ფართობია 1538 ჰექტარი, დაიტბორება-500)xudon
  3. რატომ არ ვცდილობთ საერთაშორისო ექსპერტიზა ჩავუტაროთ ისეთ დიდ პროექტს როგორიცაა ხუდონი, მაგალითად „შევაწუხოთ“ მსოფლიო კაშხალთა კომისია(WCD), როგორც – მაგ. ვენეციის კომისიას ვენდობით. სხვათაშორის  მსოფლიო ბანკისგან განსხვავებით, არ უშვებს იძულებით განსახლებას(ხუდონის შემთხვევაში 2000-მდე მცხოვრები)
  4. საქართველოსთვის განკუთვნილია ხუდონის გაყიდვების მხოლოდ 5,6% , დანარჩენი 94,4% – თურქეთში “იაფი” ექსპორტისთვის არის გათვალისწინებული
  5. მშენებლობაზე 3000 დასაქმებულიდან დაახლოებით 1000 უცხოელი იქნება, ექსპლოატაციაზე კი სულ-200 კაცი დასაქმდება
  6. კაშხლის ჰიდრორესურსი კვაზიგანახლებადი რესურსია, ის საბოლოოდ ამოწურვადია – ხუდონის კაშხალი 50 წელიწადზეა გათვლილი
  7. როგორც ნავთობი ან გაზი, ელექტროენერგიაც პირველადი დამუშავების რესურსია, რომლის ექსპორტი არ არის სასურველი
  8. ელექტროენერგიის ექსპორტი, ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკურად ძვირი და გაუმართლებელი საქმეა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ბუნებრივი რესურსების, არამედ კონკურენტუნარიანი სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სხვადასხვა სერვისების(მ.შ.ტურიზმის) ექსპორტი
  9. ჩვენი არ უნდა გავხვდეთ თურქეთის იაფი ენერგომიმწოდებელი-დანამატი(მ.შ. აჭარაში  მშენებარე ჰესების ხარჯზე)
  10. ჩვენ არ ვიცით თუნდაც,  ჯამში რამდენ ჰექტარ მიწას და დასახლებას მოითხოვს დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურები(55) მცირემიწიანი საქართველოსაგან
  11. ჩვენ ვიცით, რომ ხუდონესისი ძალიან მომგებიანია ინვესტორისათვის,  მაგრამ არ დათვლილა რა ეკონომიკური სარგებელი და ხარჯი( ექნება მას საქართველოსთვის. ჩემი გათვლებით, მთავრობა 1 მილიარდ დოლარად(ფინანსური სარგებელი ბიუჯეტს 50 წელიწადში) ყიდის ხაიშს(15 კვ კმ პროექტისათვის) და მის ბუნებას და რისკის ქვეშ აყენებს არა მარტო სვანეთს
  12. თუ მაინც აშენდება დიდი კაშხლები (10 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი, ხუდონი-364 მლნ), ისინი უნდა იყვნენ სახელმწიფო და არა კერძო საკუთრებაში
  13. ელექტროენერგეტიკა არ უნდა იყოს მონორესურსული(ჰიდრო), არამედ დივესიფიცირებული(თბო,მზის, ქარის, თერმული და ა.შ.). როგორც ადამიანისათვის კალორიები, ისე ქვეყნისათვის ელექტროენერგია აუცილებელია, მაგრამ როგორც ადამიანი არ ივსებს კალორიებს მხოლოდ პურის ხარჯზე(ეს მავნეც იქნებოდა), ისევე ქვეყანაც ვერ დაიკმაყოფილებს მოთხოვნას ელექტროენერგიაზე მხოლოდ ჰიდრორესურსების ხარჯზე-ეს სახიათოა,როგორც გარემოსათვის,ისე სოციალურად და ბოლოსდაბოლოს ამოწურვადია
  14. ჩვენ კარგად უნდა გავერკვეთ, რეალურად რამდენი ელექტროენერგია გვჭირდება (როგორია შიგა მოთხოვნის ზრდის ტემპი). ჩვენი მშპ გასული 10 წლის განმავლობაში საშუალოდ 2,8%-ით იზრდებოდა-ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის ტემპი, შესაბამისად მაქსიმუმ 1.4%-ით შეიძლება გაზრდილიყო
  15. რატომ არის ტრაგედია მოვიხმაროთ იმპორტირებული ელექტროენერგია(დავუშვათ მოხმარების 10%), მაშინ როცა არ გვაწუხებს სურსათის(მ.შ. ხორბლის, შაქრის, ზეთის, ხორცის და ა.შ.), ენერგომატარებლების და სხვა სტრატეგიული პროდუდუქტების უცხოეთზე დამოკიდებულება
  16. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ენერგოინტენსიური და ამავე დროს ყველაზე ნაკლებნახშიროჟანგინტენსიური ქვეყანა(ე.ი. არის რეზერვი-ენერგოეფექტურობის გსაზრდელად და თბოსადგურების ასამოქმედებლადაც)
  17. ენერგოკომპანიების(“დიდი ბიზნესის”) მიზანია რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგიის გაყიდვა, მთავრობა კი უნდა ზრუნავდეს მის დაზოგვაზე და ენერგოეფექტურობაზე. ყველაზე დიდი რეზერვი ჯერჯერობით სწორედ ეკონომიაშია – ენერგოეფექტიანობის გაზრდაში
  18. მხოლოდ ელექტროენერგიის გადაცემასა და დისტრიბუციაზე დანაკარგების 5%-მდე დაყვანა(საშუალო OECD ქვეყნებისათვის) ექვივალენტურია ხუდონის ნახევარი სიმძლავრის ეკონომიის
  19. სჯობს ელექტროენერგია დავზოგოთ, ვიდრე გავაიაფოდ (საქართველოში მოქმედი დენის ტარიფი შეადგენს საშუალო ევროპულის მხოლოდ 33%-ს)
  20. საქართველო ერთერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა ენერგორეგულაციის, შესაბამისი ინსტიტუტების და პოლიტიკების(სტიმულების) განუვითარებლობის თვალაზრისით, რაც აისახება ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობის ინდექსით(ISE) ჩამორჩენაშიც
  21. ენერგოდეცენტრალიზაცია თანამედროვე მიდგომაა. ზოგადად საბჭოთადროინდელი და ლიბერტანიალური ინდუსტრიული მიდგომები უნდა შეიცვალოს პოსტინდუსტრიული (მცირე და დეცენტრალიზებული) მიდგომებით. დიდი კაშხალი- ანაქრონიზმია
  22. ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ენერგეტიკის მდგრად საზღვრებში განვითარება- სოციალურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად გაწონასწორებული
Share on Facebook373Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*