თსუ-ში, განათლების უთანასწორობის შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართება

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
წინა დისკუსიის ფოტო. დისკუსიის თემა იყო ეკონომიკური პოლიტიკა.
წინა დისკუსიის ფოტო. დისკუსიის თემა იყო ეკონომიკური პოლიტიკა.

► ხუთშაბათს, 16 მარტს, თსუ-ს პირველი კორპუსის #214 აუდიტორიაში ანალიტიკური მედია პლატფორმა European.ge-ს მორიგი საჯარო დისკუსია გაიმართება:

“რატომაა განათლების კრიზისი სტრუქტურული და არა ინდივიდუალური?”

იხილეთ ღონისძიების Facebook ბმული.

► დისკუსიის შესახებ მოკლე ინფორმაცია:

“ხშირად, სერიოზული პოლიტიკოსები, ექსპერტები და საჯარო კომენტატორები ყველა პრობლემიდან მთავარ გამოსავლად სრული სერიოზულობით სახავენ სტანდარტულ სიბრძნეს – „განათლებაა ჩვენი წამალი“, რაც ერთი შეხედვით რეალურად და პრაგმატულად ჟღერს. თუმცა, ნობელის პრემიის ლაურეატ ეკონომისტს, პოლ კრუგმანს რომ დავესესხოთ, ჩვენს ყოფაში „ცოდნა სულაც არ არის ძალა და ყველაფერი რაც დამაჯერებლად ჟღერს, სულაც არ არის ჭეშმარიტება.“

► სინამდვილეში, მზარდი უთანასწორობა და ამის გამო ფართო მასებში გამოწვეული უპერპსექტივობა არ უკავშირდება განათლების ან გაუნათლებლობის პრობლებას, არამედ ძალაუფლებას. რადგან ამ პრობლემების ძირითადი მიზეზი სტრუქტურული ხასიათისაა და არა ინდივიდუალური. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება უკეთესი განათლების სისტემა, მაგრამ მისი პრაქტიკაში განხორციელება პირველ რიგში დაკავშირებულია რესურსებისა და ძალაუფლების განაწილების საკითხთან – მაშასადამე, განათლების უთანასწორობის საკითხთან. ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ძალაუფლების უთანასწორობის გამოსასწორებლად. მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ შევძლებთ თუ პოლიტიკურად სწორად დავსვამთ პრობლემებს, და მასზე შესაბამისი რეაქცია გვექნება. 

სოციალური უთანასწორობის საკითხის განხილვა და შესწავლა, კონვენციურად მატერიალური რესურსების უთანასწორობას და ამ უკანასკნელით გამოწვეულ ე.წ. შედეგებს უკავშირდება, როგორებიცაა: ჯანმრთელობის უთანასწორობა, განათლების მიღწეული დონის უთანასწორობა და ა.შ. 

► საინტერესოა, რატომ იძენს ჩვენს სოციო-ეკონომიკურ რეალობაში მასშტაბურ სახეს უთანასწორობის ე.წ. „ახალი ტიპი“, კოგნიტური პოლარიზაცია?

► წარმოადგენს თუ არა შემეცნებითი შესაძლებლობები ფორმალური განათლების წინაპირობას და ქმნის თუ არა ადამიანური კაპიტალის განზომილებას, რომელიც განსხვავდება ფორმალური საგანმანათლებლო მიღწევისგან?

► რა სახის წინააღმდეგობები და მექანიზმები არსებობს, რომლებიც კვლავაწარმოებენ და ინარჩუნებენ კოგნიტურ პოლარიზაციას, საზოგადოებებს შორის და საზოგადოებებს შიგნით?

► სინამდვილეში, წარმოადგენს თუ არა განათლების (იგულისხმება სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლება) საყოველთაო ხელმისაწვდომობა კოგნიტური პოლარიზაციის აღმოფხვრის ეფექტურ მექანიზმს?

► რა სახის ინტერვენციებს უნდა მიმართოს სახელმწიფომ კოგნიტური პოლარიზაციის მზარდ ტენდენციასთან გასამკლავებლად?

მოწვეული მომხსენებელი:

ხატია ნადარაია, სოციოლოგი, თსუ-ს მაგისტრი და პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის მაგისტრი სოციალურ მეცნიერებებში (ესპანეთი).

► მის: თსუ-ს I კორპუსი, აუდიტორია #214.
► დრო: 16 მარტი, ხუთშაბათი, 19:00 სთ.

დასწრება თავისუფალია!”


ფოტო გარეკანზე გადმოტანილია ვებგვერდ edulab.ge-დან.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.