პაატა გურგენიძე: თავისუფალი ვაჭრობა კრიზისშია

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
 17862318_1519330008077818_2133027424165854080_n

► ავტორი: პაატა გურგენიძე – როტერადმის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და მენეჯმენტის მაგისტრი. ეკონომიკისა და ჯანდაცვის პოლიტიკის მკვლევარი © European.ge

 ავტორის სხვა წერილები იხილეთ აქ 

© European.ge

თავისუფალი ვაჭრობა ეს არის მდიდრების სპეციალიზაცია გამდიდრებაში, ანუ მართვაში და მაღალი ტექნოლოგიების ექსპლუატაციაში, ხოლო ღარიბი ქვეყნების სპეციალიზაცია სიღარიბეში ანუ, დაბალი ტექნოლოგიების ექსპლუატაციაში და შავ მუშახელში. მისი შედგია სოციალური უთანასწორება ქვეყნების შიგნით და ქვეყნებს შორის.
თავისუფალი ვაჭრობა არის კაპიტალიზმის არსი. მისი საფუძვლები გადმოცემულია ადამ სმიტის და რიკარდოს თეორიაში, რომლებსაც მოკლედ სპეციალიზაციის სიკეთეც შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს არის ხაჯეფექტურობის მიღწევის მოკლევადიანი სტრატეგია ღარიბისთვის და დომინაციის სტრატეგია უკვე დაწინაურებულისათვის. როდესაც ღარიბი ირჩევს იქიდან, რაც უკვე შეუძლია იწყებს ამით თავის რჩენას (მაგ., მანქანის მართვა ცუდად ვიცი, მაგრამ თოხნაში სხვებს ვჯობივარ) ის უარს ამბობს თავის განვითარებაზე.
თუ ღარიბი ასეთ სტრატეგიაში უკვე დააჯერა, მდიდარს (კოლონიალისტს) დარჩენია მხოლოდ ის, რომ არ დაუშვას ისეთი სახელმწიფო, რომელიც გრძელვადიან სტრატეგიებში ანუ უნარების განვითარებაში ინვესტიციების გაკეთების ორგანიზებას შეძლებს. ანუ, მდიდარი უნდა მდიდრდებოდეს იგივე მოკლევადიანი სტრატეგიით რათა ღარიბმა არ იშოვოს იმაზე მეტი ფული ვიდრე თავის რჩენისთვის არის საჭირო.
ამისთვის შეიქმნა სახელმწიფოს ჩაურევლობის თეორიები, რამდენადაც ის ვითომ არაეფექტური მენეჯერია. ამ დროს, რელაობაში სახელმწიფოც ისევე, როგორც კერძო კაპიტალისტი, შეიძლება იყოს როგორც ეფექტური, ასევე არაეფექტური მენეჯერი. ამ სულელეურ თეორიაზე დაყრდნობით, მოიგონეს საერთაშორისო ვაჭრობის ისეთი წესები, რომლებიც სანქციებს აწესებს სახელმწიფოს დახმარებით განვითარებულ ბიზნესებზე და კრძალავს ბალანსირებული ვაჭრობის მოთხოვნას საერთაშორისო ხელშეკრულებებში. ორივე ამ პირობას დღეს არღვევს ტამპი, რის გამოც მას მას ებრძვიან ისინი ვისაც ეშინია, რომ ეს კაპიტალიზმის გლობალური ლეგიტიმაციის საფუძვლებს მოსპობს. მეორე მხრივ ტრამპი არ არის განმათავისუფლებელი, რამდენადაც იგი არ ითხოვს იგივე უფლებებს სხვებისათვისაც – მისი აზრით ამის გაკეთებე შეიძლება მხოლოდ ამეირკისათვის და მხოლოდ ამერიკის ინტერესებში.
კაპიტალიზმის კრიზისის ახსნა იქნება იმის დანახვა თუ რატომ არღვევს ტამპი კაპიტალიზმის ამ ორ პოსტულატს და რა იქნებოდა ისეთი მომავალი თუ ეს დარღვევა იქნებოდა არა უსამართლო ჰეგემონის თავნებობა, არამედ ახალი უნივერსალური სისტემის საფუძველი.
თუ რატომ არღვევს ტრამპი კაპიტალიზმის ლეგიტიმაციის საფუძვლებში ჩადებულ წესებს ამის ახსნა ჯერ კიდევ ადამ სმიტმა დაწერა. იგი ჯერ კიდევ მაშინ ხვდებოდა, რომ მის მიერ მოგონილი კაპიტალიზმის წესები გამოიწვევდა ჯერ მრეწველობის განვითარებას მეტროპოლიაში, ხოლო მერე მრეწველობის გატანას ყოფილ კოლონიებში, სადაც კაპიტალიზმმა გაღარიბების შედეგად მუშახელი გააიაფა .  იგივე სმიტის არგუმენტი კაპიტალიზმის დასაცავად იყო ის, რომ საბაზრო ძალების გარდა არსებობს კაპიტალისტების სინდისი და პატრიოტიზმი, რაც აიძულებს მათ გატანილი მრეწველობები უკან დააბრუნონ.
კაპიტალიზმმა გამოიწვია მრეწველობის გატანა ამერიკიდან ჩინეთში. ამერიკაში დარჩა მართვის ფუნქცია, ანუ ფინანსური კაპიტალი, რომელიც ამდიდრებს მხოლდ სუპერ მდიდრებს, ხოლო ხალხი რჩება ღარიბი. სოციალური უთანასწორობის ზრდა იწვევს პოლიტიკური წყობის დელეგიტიმაციას, რაც საუფუძველს ქმნის ტრამპისნაირი „პოპულისტისათვის“, რომელიც ხალხს დაპირდება ძველი ძლიერების დაბრუნებას. ამისათვის ამ პოპულისტმა უნდა გაატაროს ისევ ინდუსტრიალიზაციის, ანუ ანტიკაპიტალისტური, ანტი-თავისუფლ-საბაზრო, პოლიტიკები, რითაც ამერიკა თავის დროზე (18ე 19ე საუკუნეებში) გახდა დაწინაურებული და რისი ისტორიაც გასაიდუმლოებული იყო თანამდეროვე კაპიტალისტური თეორიებით და ეკონომიკური მეცნიერებით.
მოახერხებს თუ არა ამერიკა თავისივე მოგონილი წესების დარღვევაზე მონოპოლიის შენარჩუნებას? ეს რომ ასე მოხდეს მიღწეული იქნება ორი მიზანი –
1. ინდისტრიების დაბრუნება ამერიკაში და კაპიტალიზმის შიდა ლეგიტიმაციის აღდგენა
2. ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკების აკრძალვის შენარჩუნება სხვა ქვეყნებისათვის და კაპიტალიზმის გლობალური სისტემის შენარჩუნება.
თუ ამ კითხვაზე პასუხი ნაადრევია, სამაგიეროდ შეგვიძლია ვთქვათ , თუ რა იქნებოდა ეს რომ ვერ მოხერხდეს და დაიშალოს კაპიტალიზმის გლობალური სისტემა.
თუ კაპიტალიზმის გლობალური დელეგიტიმაცია ისეთი ძალის იქნება, რომ ბევრი ქვეყანა შეძლებს ინდუსტრიალიზაციის და ბალანსირებული ვაჭრობის მიზნების ღიად დასახვას ( მათ შორის პროტექციონიზმის იარაღების სრული გამოყენებით) მივიღებდით არა მარტო სოციალიზმის გავრცელებას (მისი ჩაკეტილი ანკლავებიდან ევროპას ამერიკასა და აზიაში) არამედ უფრო სწრაფ და ეკოლოგიურ გლობალურ განვითარებას.
აი როგორ მოხდება ეს.
პროტექციონიზმი და ინდუსტრიალიზაციის პოლიტიკების გავრცელება გამოიწვევს საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობის შემცირებას, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნება ეს გლობალური შენელების მიზეზი, როგორც ამის გასაღებას დღეს ცდილობენ? არა , რა თქმა უნდა!
თუ აიღებთ ისეთ სავაჭრო პარტნიორებს სადაც უმუშევრობა დიდია (მაგალითად ევროპა და აფრიკა), განვითარებადი ქვეყნის მიერ იმპორტჩამნაცვლებელი ინდუსტრიალიზაციის პოლტიკის გატარება გამოიწვედა ორივე მხარის ჯამური ხარჯეფექტურობის შემცირებას (იგივე მუშახელი გამოიმუშავებდა ნაკლებს), მაგრამ დასაქმედებოდა მეტი და ჯამში ეკონომიკა გაიზრდებოდა. ბლანსირებულ ვაჭობაზე ორიენტაციაც გამოიწვევდა ჯამური ხარჯეფექტურობის შემცირებას მაგრამ დასაქმების ზრდას. მაგალითად, აფრიკა თუ გადაწყვეტდა ავტომრეწველობის განივთარებას მისი ეს დარგი იქნებოდა ევროპულზე არახარჯფექტური (თუმცა უფრო ხარჯეფექტური ვიდრე მანამდე არებული სოფლის მეურნეობა), მაგრამ იმპორტზე დაზოგილი ფულით შეისყიდიდა თავისივე სხვა საქონელს, რაც გაზრდიდა დასაქმებას და ეკონომიკას. იგივე იმპორტის შემცირება გამოასწორებდა მის სავაჭრო დისბალანსს ევროპასთან. ევროპაში მანქანათმშენებლობის ხარჯეფექტურობა დიკლებდა წარმოების მასშტაბის შემცირების გამო (economy of scale), მაგრამ სავაჭრო სალდოს შემცირება გამოიწვედა აფრიკიდან იაფი მუშახელის და სოფლის პროდუქტების იმპორტის გაძნელებას, შედეგად იგივეს კეთება (ბებისიტერობა და სოფლის მეურნეობა) მოუხდებოდათ ევროპელებს, რაც ასევე გაზრდიდა დსაქმებას და ჯამში გამოიწვევდა ეკონომიკის ზრდას.
მაგრამ რა ვუყოთ ისეთი ქვეყნების წყვილს სადაც უმუშევრობა არ არის, მაგალითად ამერიკას და ჩინეთს? ან რა ვუყოთ უკვე განხილული წყვილის ურთიერთობის იმ ეტაპს, როცა უმუშევრობის აღმოფხვრის ხარჯზე ზრდის პოტენციალ უკვე აღარ არის? ასეთ შემთხვევასიც ინდუსტრიალიზაცია და ბალანსირებული ვაჭრობა გამოიღებდა დადებით შედეგებს, მაგრამ არა მოკლე დროში. ამერიკის მცდელობა დაიცვას საკუთარი მეტალურგია ტარიფებით, ვერ გაზრდის ეკონომიკას უცებ, რამდენადაც ყველა დასაქმებულია და დარგის გაფართოება მუშახელის სეზღუდვის ბარიერს წააწყდება, მაგრამ შექმნის მუშახელის სტრუქტურის გამოსწორების წინაპირობას რაც დროთა განმავლობაში გაზრდის მათ შრომის ნაყოფიერებას და ეკონომიკას ( ბებისიტერები ისწავლიან მეტალურგიას და მეტ ფულს იშოვიან). იგივე შეიზლება ითქვას ჩინეთთან სავაჭრო ომზე – ჩინეთთან სავაჭრო ბალანსი უცებ ვერ გამოსწორდება, რამდენადაც ჩინეთიდან საქონლის იმპორტის შეზღუდვა უნდა დაკომპენსირდეს ადგილობრივი წარმოებით, რისთვისაც დასასაქმებელი მუშახელი ამერიკაში არ არის. სამაგიეროდ უფრო ხანგძლივ პერსპექტივაში განვითარდება ყოფილი იმპორტული საქონლის ადგილზე მაღალტექნოლოგიური წარმოება, რათა ცოტა მუშახელით ბევრი საქონელი აწარმოონ. სხანაირად რომ ვთქვათ, მუშახელის შეზღუდვის პირობებში ანტიკაპიტალისტური მიდგომები გამოიწვევს მაღალტექნოლოგიური წარმოების სტიმულირებას.
ჯამში გამოვა, რომ ინდუსტრიული პოლიტიკები და ბალანსირებული ვაჭრობა, როგორც ახალი სისტემა, გამოიწვეს უმუშევრობის აღმოფხვრას პირველ ეტაპზე, ხოლო მომდევნო ეტაპზე მაღლტექნოლოგიური დარგების (ტექნოლოგიური პროგრესის) დაჩქარებულ განვითარებას, როცა მუშახელის შეზღუდვის დასაძლევად შეუძლებელი იქნება ძველი მიდგომების გამოყენება: იაფი მუშახელის იმპორტი და წარმოების გარეთ გატანა. სრული დსააქმების ეფექტი იქნება ეგალიტარიზმის გაზლიერების საფუძველი, ხოლო მაღალი ტექნოლოგიების დანერგივს მოთხოვნა (იაფი მუშახელის გამოყენების საპირისპიროდ) იქნება სწრაფი გლობალური ტექნიკური პროგრესის საფუძველი.
მსჯელობის ამ ეტაპზე არ გამოთვალისწინებია კიდევ ერთი შეზღუდვა, რაც კითხვის ნიშანს ბადებს ჩამორჩენილი ქვეყნების „დაწევის“ გარდუვლობასთან დაკავშირებით (გლობალური ეგალიტარიზმი). ეს შეზრუდვაა თანამედროვე საპატენტო კანონმდებლობა, რაც ზღუდავს ტექნოლოგიების დიფუზიას. მართლაც, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ იმპორტჩამნაცვლებელი ინდუსტრიალიზაციით განვითარებადი ქვეყნა მართლა შეძლებს დაწინაურებას? განვითარებული დასავლეთი მას შეუზღუდავს მაღალი ტექნოლოგიების გადაცემის უფლებას, ხოლო იმ ტექნოლოგიებს, რომლებსაც მიჰყიდის ისეთ ფასად მიჰყიდოს, რომ ამ ქვეყანამ სარგებელი ვერ ნახოს. ამის მაგალითია, ამერიკის მიერ ჩინეთის ინოვაციების განვითარების პოლიტიკების კრიტიკა, რომლითაც ჩინეთი ავალდებულებს მის ბაზარზე შემოსულ ფირმებს ტექნოლოგიების გადაცემას ადგილობრივი პარტნიორებისათვის.
მაგრამ ასეთი სიტუაცია შეიცვლება ახალი პოლიტიკების გლობალურად დამკვიდრების პირობებში. საქმე იმაშია, რომ განვითარებული ქვეყნები ტექნოლოგიურ დაწინაურების შენარჩუნებას ახერხებენ განივთარებადი ქვეყნებიდან ტვინების გადინების ხარჯზე. თუკი ყველა ქვეყანა ხელს შეუშლის ამგვარ გადინებას ისინი იძულებული იქნებიან, ერთის მხრივ, განავითარონ საკუთარი განათლების სისტემა ეგალიტარული მიმართულებით, ხოლო მეორეს მხრივ, შეასუსტონ ინტექლექტუალური საკუთრების კანონები სამეცნიერო კადრების მობილობის შენარჩუნების სანაცვლოდ. ამის გარდა, პატარა ქვეყნებს შეუძლიათ მეციერების დარგებში ვიწრო სპეციალიზაცია (მაგალითია კუბა მედიცინაში) ისევ, როგორც სამეცნიერო თანამშრომლობა და ინტექლექტუალური კადრების მობილობა თავისივე განვითარების დონის ქვეყნებთან, სადაც ტვინების გადინების საფრთხე არ იქნება, ხოლო მასშტაბის ეკონომია პროგრესის შედეგს გამოიღებს. ჯამში, როგორც ადგილობრივი განათლების სისტემების განვითარება ასევე ტვინების გადინების საწინააღმდეგო პოლიტიკები და ინტექლეტუალური საკუთრების კანონების შესუსტება დააჩქარებს მსოფლიო სამეცნიერო ტექნოლოგიურ პროგრესს.
დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ზემოთ აღწერილი კაპიტალიზმის ალტერნატიული გლობალური პოლიტიკების მსგავსი ეფექტი  თავის დროზე საბჭოთა კავშირის არსებობას ჰქონდა, რამაც განაპირობა კიდეც მსოფლი ეკონომიური ზრდის შედარებით მაღალი ტემპები. ამ ეპოქამ კაპიტალიზმის დასასრულის ეფექტი ვერ გამოიღო იმ მიზეზის გამოც, რომ მისი ზომა (მოსახლება) არ იყო დიდი და ვერ შეძლო გადაქცეულიყო მსოფილიოში გადამწყვეტ სისტემურ ფაქტორად. მარტივად რომ ვთქვათ, საბჭოთა მეცნიერება ვერ შეეჯიბრებოდა 4 ჯერ უფრო მეტი ზომის დასავლურ კონკურენტს, რომელიც მთელი მსოფლიოს 200 წლოვანი ექსპლუატაციის შედეგებით საზრდოობდა. ეხლა განმსაზღვრელი სისტემური ფაქტორი არის ჩინეთი, რომლის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი მოსახლეობის რაოდენობის გამო არის იმდენი, რომ ერთ სულზე შემოსავლებით თუნდაც რუსეთს რომ დაეწიოს უფრო დიდ ეკონომიკას შექმნის ვიდრე მთლიანად დასავლური ბლოკია (იაპონია, კორეა, ავსტრალიიის ჩათვლით). ამავე დროს ძველი სისტემის წესების დარღვევის ინციატივა მოდის არა ჩინეთიდან, (თუმცა მას შეუძლია ამ წესების შენარჩუნების გარეშეც განვითარდეს) არამედ დასავლეითის ლიდერიდან, ამერიკიდან. ყოველივე ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ ამერიკის მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის ფაქტობრივი დელეგიტიმაცია დამთავრდება არა ძველებურად – ამერიკა გაატარებს ინდუსტრიალიზაციას სხვას კი ამას დაუშლის – არამედ სისტემის მოშლით და ალტერნატიული სისტემის დამკვიდრებით. თუ ასეთი ახალი სისტემა არ დამკვიდრდა ჩინეთი დაიკავებს ძველი სისტემით მთავარი მოსარგებლის ადგილს და ამ პროცესს უკვე ქვია აკადემიურ წრეებში თავისი სახელი – შებრუნებული კოლონიალიზმის ( Reverse colonialism).
Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.