დავეწიოთ და გავუსწროთ გამოგონილ სინგაპურს

ლაშა ნიკოლაიშვილი საქართველოში `სინგაპურიზაციის’ თემა აქტუალობას არ კარგავს. ეს თემა მას შემდეგაა პოპულარული, რაც 2004 წელს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე გახდა. მისი ლიბერტარიანული ხედვა ეკონომიკური განვითარების შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმაც გაიზიარა. ამის შემდეგ მუდმივად გვესმოდა სამთავრობო სტრუქტურებიდან და მათთან დაახლოებული წრეებიდან, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მხოლოდ თავისუფალი ბაზრის საშუალებით არის […]

რა არის ქრისტიან–სოციალიზმი და ვინ არიან ქრისტიან -სოციალისტები?

„როცა ქრისტიანები ჩაერთვებიან  სოციალურ რევოლუციაში– ის უძლეველი გახდება“  ჩე გევარა ქრისტიანული სოციალიზმი ზოგადად შეიძლება განიმარტოს, როგორც ქრისტიანობის რელიგიურ–ეთიკური რწმენისა და სოციალიზმის ფუნდამენტური ღირებულებებისა და მიზნების ერთიანობა– კომბინაცია. ქრისტიანულ–სოციალისტური მოძრაობა  ევროპაში მე–19–ე საუკუნის შუახანებში ჩაისახა, რომელიც ცდილობდა ქრისტიანობის სოციალური პრინციპები გამოეყენებინა მოდერნულ ინდუსტრიულ ცხოვრებაში. ამ ტერმინით ქრისტიანი აქტივისტები მოუწოდებდნენ სოციალური და ეკონომიკურ–პოლიტიკური მოქმედებისკენ Laissez-faire („გაუშვი–აკეთოს“) პრინციპით […]