სამოქალაქო აქტივობა და არაფორმალური შრომითი ურთიერთობები

მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ძიებაში, სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეკონომიკაში, ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა პრივატიზაციამ, საკუთრების უსამართლოდ, არათანაბრად გადანაწილებამ, საერთოდ საკუთრების ცნების არასწორმა გაგებამ და საზოგადოების გამოუცდელობამ ემოქმედა ახალი (საბაზრო) ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ერთგვარი ჰიბრიდული ფორმალური (სამოქალაქო) და არაფორმალური (არასამოქალაქო) ეკონომიკების გამაერთიანებელი ეკონომიკის დამკვიდრება გამოიწვია. მხოლოდ საბაზრო მექანიზმების განვითარება არ არის საკმარისი სამოქალაქო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის. […]

პროფკავშირი – სიკეთე თუ ბოროტება?

განსაკუთრებით ბოლო ათწლეულია მთელს მსოფლიოში ერთ–ერთი აქტუალური საკითხი რომელზეც იდეოლოგიური დაპირისპირება მიმდინარეობს პროფკავშირების ყოფნა–არყოფნის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში პროფკავშირული მუხტი არ განელებულა, დღეს მსოფლიოს პროფესიული კავშირები დიდი გამოწვევების წინაშე დგანან, ისინი უკვე აქტიურად და ღიად საუბრობენ ,,დაბერების“ უარყობით ტენდენციასა და პროფკავშირებიდან წევრების გადინებაზე, აქტუალურია კითხვა: არის თუ არა საჭირო პროფესიული კავშირები და […]