სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარება და რჩევები საქართველოსთვის

“თუ ერი ხელს ჩაკიდებს ერთმანეთს განვითარებისათვის, როგორც ეს სამხრეთ კორეაში მოხდა, მისთვის არაფერი აღარ იქნება შეუძლებელი”

სახელწიფოს აქვს საშუალება, რომ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები უფასო გახდეს

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ ვითარებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, პარტია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გვესაუბრება; განათლების რეფორმამ ამ სფეროს, წინსვლის თვალსაზრისით, ვერაფერი შესძინა. განათლება და მეცნიერება მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებთან, მათ შორის, ეკონომიკასთან. ადამიანს ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: ფიზიკური ანუ მატერიალური მოქმედებისთვის საჭირო უნარების შეძენა, რაც მნიშვნელოვნად არის […]

სოციალისტების წარმატებული საარჩევნო კვირა ევროპაში

საარჩევნო თვალსაზრისით, მაისის პირველი კვირა ევროპელი მემარცხენეებისათვის ძალიან გადატვირთული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საარჩევნო დონეზე ხუთი არჩევნები გაიმართა. მათ უმრავლესობაში სოციალისტმა კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს და რაც მთავარია ამ ხუთიდან ყველაზე მნიშვნელოვან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოახერხეს. სადაც სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა და საფრანგეთის 24-ე პრეზიდენტი გახდა. 2012 […]

რეალური დემოკრატია სოციალური დემოკრატიაა

სოციალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანი აფასებს შექმნილ სოციალურ მდგომარეობას საქართველოში და მიმართავს ქართულ საზოგადოებას. ალბათ ცოტა თუ იქნება ისეთი ადამიანი დღეს საქარველოში ვინც კმაყოფილია არსებული ვითარებით. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს არ გვაძლევს შესაძლებლობას გვქონდეს ღირსეული ცხოვრება. უმეტესობა ჩვენგანი ყოველდღიურად საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენის პრობლემის წინაშე დგას, ამასთანავე პერსპექტივასაც ვერ ვხედავთ. თუ […]

რა გვითხრა ობამამ ქართველებს?

ბოლო რამდენიმე კვირა საქართველოს პოლიტიკურ და პოლიტიზირებულ წრეებში აჟიოტაჟი, მოლოდინი და მითქმა–მოთქმა იყო საქართველოსა და აშშ–ის პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრის გამო. ნაციონალების საზეიმო განცხადებების მიღმა სიფრთხილე და ერთგვარი შიშიც იგრძნობოდა, ხოლო ნაციონალების მოწინააღმდეგეთა თავშეკავებული უკმაყოფილების (თავად შეხვედრის ფაქტის გამო) უკან იმედი გამოსჭვივოდა, რომ სააკაშვილს მიუთითებდნენ პუტინის ცუდ მაგალითზე (ანუ _ მოსთხოვდნენ პოლიტიკიდან წასვლას) და არჩევნების […]

როგორ ვუზრუნველყოთ ამომრჩეველთა თანასწორობა

26 იანვარს გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორი თანამომხსენებლის კასტრიოტ ისლამისა და მაიკლ იენსენის ანგარიში. სხვა საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება ახალ საარჩევნო კოდექსსაც დაეთმო. მომხსენებლების თანახმად „ახალი საარჩევნო სისტემა სრულად არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“. ამ ვერდიქტის საფუძველი  მაჟორიტარული ოლქების უთანაბრობა გახდა, რომელიც თითოეული ხმის  თანაბარ წონადობას ვერ უზრუვნელყოფს. დღევანდელი საარჩევნო სისტემა, ეგრეთწოდებული შერეული […]