სამოქალაქო აქტივობა და არაფორმალური შრომითი ურთიერთობები

მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ძიებაში, სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეკონომიკაში, ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა პრივატიზაციამ, საკუთრების უსამართლოდ, არათანაბრად გადანაწილებამ, საერთოდ საკუთრების ცნების არასწორმა გაგებამ და საზოგადოების გამოუცდელობამ ემოქმედა ახალი (საბაზრო) ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ერთგვარი ჰიბრიდული ფორმალური (სამოქალაქო) და არაფორმალური (არასამოქალაქო) ეკონომიკების გამაერთიანებელი ეკონომიკის დამკვიდრება გამოიწვია. მხოლოდ საბაზრო მექანიზმების განვითარება არ არის საკმარისი სამოქალაქო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის. […]

დღევანდელობა ანუ ‘აღარასოდეს დავბრუნდეთ წარსულში’

ბრიტანელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი, რომელიც საზოგადოების შესახებ არსებულ თეორიებს აკრიტიკებდა, ასევე მიუთითებდა ჟურნალისტების როლზე საზოგადოების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით.  გიდენსი აღნიშნავდა, რომ ‘ჟურნალისტებს თავად შეუძლიათ გახდნენ წინაღობები სინამდვილის გავრცელების გზაზე, მიანიჭებენ რა უპირატესობას მოვლენების განვითარების ამა თუ იმ ვერსიას. სხვადასხვა მხარეს მიმართული ინფორმაციული ნაკადები წინუსწრებს კონფლიქტის ღია ფორმებში გადასვლას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში.’ თუ გიდენსი […]