რამდენიმე სახელდახელო მოსაზრება საქართველოში არსებული მემარცხენე სცენის შესახებ

სწორედ ახლა, როცა რეაქციამ ყველა სფეროში გაიმარჯვა და მტკიცედ დგას, საჭიროა გრამშისეული „გონების პესიმიზმი“.

სოციალისტების წარმატებული საარჩევნო კვირა ევროპაში

საარჩევნო თვალსაზრისით, მაისის პირველი კვირა ევროპელი მემარცხენეებისათვის ძალიან გადატვირთული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საარჩევნო დონეზე ხუთი არჩევნები გაიმართა. მათ უმრავლესობაში სოციალისტმა კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს და რაც მთავარია ამ ხუთიდან ყველაზე მნიშვნელოვან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოახერხეს. სადაც სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა და საფრანგეთის 24-ე პრეზიდენტი გახდა. 2012 […]

კამილა ვალეხო: ეს არის ბრძოლა ყველა ახალგაზრდისათვის მთელს მსოფლიოში

ჩილეში სტუდენტთა მასობრივი საპროტესტო მოძრაობა 2011 წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა იყო. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ქუჩის პროტესტებსა და აქციებს დღემდე აგრძელებენ. ყოველ ჯერზე სტუდენტთა ორგანიზაციები სულ უფრო მეტად უახლოვდებიან სხვა სოციალურ ჯგუფებს. რისი შედეგიც არის ის რომ თავდაპირველი მოთხოვნა ახალი განათლების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით დღეს მთლიანად ნეოლიბერალური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში გადაიზარდა. 23 წლის კამილა […]

დემოკრატიის კრიზისი, მსოფლიო „დიადი 30 წლეულის“ მოლოდინში

უტა ბიწაძე არავინ იცის კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ცხადია, რომ მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტები მასიურმა დესტაბილიზაციამ შეარყია.  დღესაც  30–იანი წლების მსგავსად მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, რაც ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონსერვატიზმის შედეგია. ისევე, როგორც 70 წლის წინ დღესაც დემოკრატია კრიზისს განიცდის, მაშინ სახელმწიფოებმა შეძლეს არსებული წესრიგის ტრანსფორმაცია და მსოფლიო დემოკრატიის გადასარჩენად  „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები“ შექმნეს; რისი გამეორებაც […]

თავისუფლება და თანასწორობა – დილემა, თუ პერსპექტივა?

ყველაზე მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრიბუნებიდან, ისევე როგორც მსოფლიოს ქუჩებსა თუ საჯარო  დარბაზებში, სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომლის მართებულობას 2001 წელს, გენუაში ანტი–გლობალისტურ დემონსტრაციაზე კარლო ჯულიანის  მკვლელობის შემდეგ საღად მოაზროვნე ადამიანები თანდათან აცნობიერებენ: კაპიტალიზმის გაბატონებული ლოგიკა უნდა შეიცვალოს! და კვლავ, უმთავრეს შეკითხვად რჩება – რითი? რა შეიძლება იყოს ნეოლიბერალურ კატეხიზმოსა და ვაშინგტონის კონსენსუსზე დაფუძნებული […]

ნეოლიბერალიზმის აღმასვლა პოლიტიკურ ეკონომიკაში (ნაწილი I)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის საზღვრებს მიღმა შერეული ეკონომიკის არსებობის შესახებ ფართო კონსესუსი არსებობდა. განსხვავებები იყო იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა გავლებულიყო ზღვარი კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის(მაგალითად უნდა მომხდარიყო თუ არა საბაზისო ინდუსტრიების ნაციონალიზება) და რომელია ეკონომიკური დაგეგმვის უკეთესი ფორმა, რომელიც შესაბამისი დონის რედისტრიბუციას უზრუნველყოფდა, მაგრამ პრინციპი ეკონომიკურ საქმიანობაში სახელმწიფოს მონაწილეობის შესახებ ფართოდ […]