სამოქალაქო აქტივობა და არაფორმალური შრომითი ურთიერთობები

მძიმე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზების ძიებაში, სტრუქტურულმა ცვლილებებმა ეკონომიკაში, ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელმა, ნაჩქარევმა პრივატიზაციამ, საკუთრების უსამართლოდ, არათანაბრად გადანაწილებამ, საერთოდ საკუთრების ცნების არასწორმა გაგებამ და საზოგადოების გამოუცდელობამ ემოქმედა ახალი (საბაზრო) ეკონომიკური ურთიერთობის ფარგლებში პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ერთგვარი ჰიბრიდული ფორმალური (სამოქალაქო) და არაფორმალური (არასამოქალაქო) ეკონომიკების გამაერთიანებელი ეკონომიკის დამკვიდრება გამოიწვია. მხოლოდ საბაზრო მექანიზმების განვითარება არ არის საკმარისი სამოქალაქო ეკონომიკის დამკვიდრებისთვის. […]