'უფასო განათლებას ოროსნები ითხოვენ' – საქართველოს პრეზიდენტი

‘სწავლის გადასახადის გაუქმებას ოროსნები ითხოვენ’ – განაცხადა დღეს ბათუმში პრეზიდენტმა სააკაშვილმა.   ძალზე საგულისხმოდ ამოიჩემა საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებისა და ახალგაზრდების ლანძღვა. ‘ხულიგანი’, ‘ოროსანი’…   მაგრამ…   მოდით, უბრალოდ ფაქტები ჩამოვთვალოთ:   1.  ქვეყნები, სადაც განათლება უფასოა (Free education) – მათი მხოლოდ მცირე ნაწილი:   დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ბელგია,  საბერძნეთი, გერმანია, იაპონია, ხორვატია, ნორვეგია, შოტლანდია, შვედეთი… […]

დაუსრულებელი ლიბერალური უტოპია

საქართველო უკვე 20 წელზე მეტია, რაც ლიბერალური მითებისა და უტოპიების ტყვეობაში ცხოვრობს.  ეს გაბატონებული წარმოდგენები მთლიანად განაპირობებენ ქვეყნის განვითარების კურსს და მემარჯვენე-ლიბერალურ გზას აქცევენ ერთადერთ და უალტერნატივო მოდელად რომელსაც მთლიანად აქვს მონოპოლიზებული პოლიტიკური სპექტრი, როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიციური პარტიები. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის რომ განვითარების ეს კურსი სულაც არ არის ხალხის არჩევანი და პირიქით […]

საქართველო ბერლუსკონიზაციის გზაზე

ამას წინათ ამერიკის ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნების მერე, ოპოზიციის მხრიდან ამ კვლევების კრიტიკული შეფასებები გაისმა.  თუმცა ნაკლებად დავინახეთ თვითრეფლექსია:  რატომ არის რომ ‘ქართულ ოცნებას’ ან სხვა ოპოზიციას ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეთ?   პირდაპირ რომ ვთქვათ ეს რეიტინგები არც მთლად შორსაა სინამდვილისაგან.  სააკაშვილი მის მთავარ კონკურენტებს უგებს.  ის დღეს საქართველოს მთავარი ოლიგარქია, რომლის ჯგუფიც […]

სიყვარულის დოქტრინა საქართველოსთვის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და ‘ქართულ ოცნებას’

პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ გულწრფელად ვგულშემატკივრობ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი ძალის გამოჩენას თქვენი ორგანიზაციის სახით, რადგანაც ეს არის ალბათ უკანასკნელი შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს მონური ცხოვრება და შიმშილით სიკვდილი მომავალი 30-40 წლის განმავლობაში. სააკაშვილის კარგად მომართულ მანქანას ნამდვილად უნდა მოეძებნოს უფრო ადამიანური ალტერნატივა, რომელიც პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების კარგად ყოფნაზე იფიქრებს.  ბოლო […]

რა გვითხრა ობამამ ქართველებს?

ბოლო რამდენიმე კვირა საქართველოს პოლიტიკურ და პოლიტიზირებულ წრეებში აჟიოტაჟი, მოლოდინი და მითქმა–მოთქმა იყო საქართველოსა და აშშ–ის პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრის გამო. ნაციონალების საზეიმო განცხადებების მიღმა სიფრთხილე და ერთგვარი შიშიც იგრძნობოდა, ხოლო ნაციონალების მოწინააღმდეგეთა თავშეკავებული უკმაყოფილების (თავად შეხვედრის ფაქტის გამო) უკან იმედი გამოსჭვივოდა, რომ სააკაშვილს მიუთითებდნენ პუტინის ცუდ მაგალითზე (ანუ _ მოსთხოვდნენ პოლიტიკიდან წასვლას) და არჩევნების […]