რატომ გვაშინებენ ”პრორუსული” ძალებით

ყველა რეჟიმს, მიუხედავად მისი ხასიათისა, ლეგიტიმაციის წყარო ესაჭიროება. დემოკრატიის ლეგიტიმაცია ხალხის სუვერენულობას ეფუძნება, ტოტალიტარიზმის იდეოლოგიას, ხოლო ავტორიტარიზმის კი, უმეტეს შემთხვევაში ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნის საზოგადოებაში არსებულ როგორც შიდა პოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობის განცდასა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიშს, რომელიც, როგორც წესი, მძიმე სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული. ავტორიტარულ ელიტას  მონოპოლიზირებული აქვს რა საზოგადოების სოციალური ემანსიპაციისთვის […]