ქართველობის და საქართველოს კონსერვაციის (შენარჩუნების, დაცვის) პოლიტიკა

ჩვენს მოცემულობაში, ეკონომიკური ნაციონალიზმი (რომელიც აუცილებელი პირობაა კულტურისა და ფიზიკური გარემოს დაცვისთვის) ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი ტიპის ნაციონალიზმია.

თავისუფალი ბაზრის პოლიტიკები იშვიათად ამდიდრებს ღარიბ ქვეყნებს

თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკები ძალიან იშვიათად მუშაობს ან საერთოდ არ მუშაობს. მდიდარი ქვეყნების უმრავლესობა თავად არ იყენებდა ამგვარ პოლიტიკებს, როცა განვითარების საფეხურზე იყო.