პრივატიზებული სიკეთე

როგორია საზოგადოება სადაც სიკეთე პრივატიზებულია? დააკვირდი საქართველოს და დაინახავ. საჯარო სიკეთის გაქრობის და სახელმწიფო ინსტიტუტების მხოლოდ ერთი ჯგუფის ინტერესებზე მორგების შედეგად, საქართველოში ადამიანები მხოლოდ ერთმანეთის გულმოწყალების და ქველმოქმედების იმედზე არიან. გადით ქუჩაში, გადაშალეთ გაზეთები, ჩართეთ ტელევიზორი, მოუსმინეთ რადიოს ანდა შედით სოციალურ ქსელებში. ყველგან წააწყდებით ავადმყოფ, მშიერ, მიუსაფარ ადამიანთა ღაღადს. ისინი თავიანთ მეზობლებს, ბიძაშვილებს და თანამოქალაქეებ […]