სოციალისტების წარმატებული საარჩევნო კვირა ევროპაში

საარჩევნო თვალსაზრისით, მაისის პირველი კვირა ევროპელი მემარცხენეებისათვის ძალიან გადატვირთული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საარჩევნო დონეზე ხუთი არჩევნები გაიმართა. მათ უმრავლესობაში სოციალისტმა კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს და რაც მთავარია ამ ხუთიდან ყველაზე მნიშვნელოვან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოახერხეს. სადაც სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა და საფრანგეთის 24-ე პრეზიდენტი გახდა. 2012 […]

სიყვარულის დოქტრინა საქართველოსთვის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და ‘ქართულ ოცნებას’

პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ გულწრფელად ვგულშემატკივრობ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი ძალის გამოჩენას თქვენი ორგანიზაციის სახით, რადგანაც ეს არის ალბათ უკანასკნელი შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს მონური ცხოვრება და შიმშილით სიკვდილი მომავალი 30-40 წლის განმავლობაში. სააკაშვილის კარგად მომართულ მანქანას ნამდვილად უნდა მოეძებნოს უფრო ადამიანური ალტერნატივა, რომელიც პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების კარგად ყოფნაზე იფიქრებს.  ბოლო […]

რა გვითხრა ობამამ ქართველებს?

ბოლო რამდენიმე კვირა საქართველოს პოლიტიკურ და პოლიტიზირებულ წრეებში აჟიოტაჟი, მოლოდინი და მითქმა–მოთქმა იყო საქართველოსა და აშშ–ის პრეზიდენტების 30 იანვრის შეხვედრის გამო. ნაციონალების საზეიმო განცხადებების მიღმა სიფრთხილე და ერთგვარი შიშიც იგრძნობოდა, ხოლო ნაციონალების მოწინააღმდეგეთა თავშეკავებული უკმაყოფილების (თავად შეხვედრის ფაქტის გამო) უკან იმედი გამოსჭვივოდა, რომ სააკაშვილს მიუთითებდნენ პუტინის ცუდ მაგალითზე (ანუ _ მოსთხოვდნენ პოლიტიკიდან წასვლას) და არჩევნების […]