ცვლილებების აუცილებლობა და თანამედროვე გამოწვევები

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, განსაკუთრებით 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომელსაც თავისი მასშტაბებით 1929 წლის „დიდ დეპრესიას“ ადარებენ, ნათლად მიანიშნებს არსებული ნეოლიბერალური განვითარების კურსის შეცვლის აუცილებლოებაზე, რადგან მემარჯვენე ლიბერალური პოლიტიკა ვერ ახერხებს უპასუხოს თანამედროვე გამოწვევებს და დაძლიოს ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მსოფლიოს თავს მოახვიეს 70–იანი წლების შემდეგ, რეიგანისა და ტეტჩერის ეპოქაში, „კონსერვატორული რევოლუციის“ შედეგად, რომელმაც  სოციალური უთანასწორობა უფრო […]