რამდენიმე სახელდახელო მოსაზრება საქართველოში არსებული მემარცხენე სცენის შესახებ

სწორედ ახლა, როცა რეაქციამ ყველა სფეროში გაიმარჯვა და მტკიცედ დგას, საჭიროა გრამშისეული „გონების პესიმიზმი“.

მიშა – ჯოკერფეისი; ჰეროიკულობის პრედიკატი ქართულ პოლიტიკაში

მიშა, თავისი კონტექსტიდან გამომდინარე, დგას ამოცანის წინაშე, როგორ გახდეს გმირი, ისე რომ საგმირო საქმეებზე საავტორო უფლებები არ გამოაცხადოს

ლიბერალები და სოციალური სამართლიანობა

თავის დროზე , როდესაც ლოიდ ჯორჯის ლიბერალურმა პარტიამ ინგლისში ტორები დაამარცხა არჩევნებში, ამან კოლონიურ ერებში დიდი სიხარული გამოიწვია.  მას კონსერვატორი კოლეგებისგან განსხვავებით აუცილებლად არ მიაჩნდა ბრიტანეთის იმპერიის შენარჩუნება სამხედრო ძალით.  თუმცა, დამონებული ერების და მათს შორის მაჰათმა განდის ეს სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.  ლიბერალებს, კონსერვატორებისაგან განსხვავებით ახალი ტიპის ნეო-იმპერიალიზმის დამკვიდრება უნდოდათ.  ლიბერალური იმპერიალიზმი ეკონომიკურ ბატონობას ეყრდნობოდა […]

ოლიგარქების ქვეყანა

დღევანდელი პოსტმოდერნულ ნეოლიბერალური ავტოკრატიების ალტერნატივა მხოლოდ სოციალურ სამართალზე ორიენტირებული საზოგადოებაა.  შეცდომაა იმის ფიქრი რომ არ არსებობს ოლიგარქიული ტიპის სახელმწიფო მმართველობის ალტერნატივა.  დღეს უკვე კარგად არის წარმოჩენილი, რომ სოციალური სახელმწიფო არის დემოკრატიის ყველაზე უკეთესი მაგალითი.  ლიბერალიზმი არ არის დემოკრატიის სინონიმი.  უფრო მეტიც, მსოფლიოს ავტოკრატიების უმრავლესობა დღეს სწორედაც რომ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ქვეყნებია.  აქედან გამომდინარე, ლიბერალიზმის ალტერნატივა […]

რატომ ვარ სოციალისტი

    საწყისი განმარტება : სოციალიზმი, თავისი თანამედროვე დასავლური მნიშვნელობით, ნამდვილად არ არის ის, რაზე მოგონებებიც საბჭოთა წარსულიდან შემოგვრჩენია. ის არ არის რადიკალური იდეოლოგია, რომელიც ეკონომიკისა თუ სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტების მთლიანად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოქცევით საზოგადოების რევოლუციურად გარდაქმნას ისახავს მიზნად. არ არის ავტორიტარულიც : არ ემხრობა ერთპარტიული მმართველობის სისტემას, უპირველეს პრიორიტეტად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა, რწმენის, […]