ქრისტიანული ეკოსოციალიზმი

ევროპელი სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების შეხედულებების მნიშვნელოვანი თანხვედრა და მათი თანამშრომლობა კარგად არის ცნობილი. როგორია ქრისტიან-სოციალისტების ხედვა დღეისთვის ესოდენ აქტუალურ ეკოლოგიურ საკითხებზე, კრიზისის მიზეზებზე, პრობლემების გადაწყვეტაზე? პირველ რიგში, შევეცადოთ, გავარკვიოთ, როგორია ბუნების, გარემოს ქრისტიანული აღქმა და როგორია ბუნების ქრისტიანული თეოლოგია. გასული საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა აზრი, რომ თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისის ისტორიული საფუძვლები სწორედ ქრისტიანობაშია (რასაც, გარკვეულწილად, […]

დღევანდელობა ანუ ‘აღარასოდეს დავბრუნდეთ წარსულში’

ბრიტანელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი, რომელიც საზოგადოების შესახებ არსებულ თეორიებს აკრიტიკებდა, ასევე მიუთითებდა ჟურნალისტების როლზე საზოგადოების ინფორმირებულობასთან დაკავშირებით.  გიდენსი აღნიშნავდა, რომ ‘ჟურნალისტებს თავად შეუძლიათ გახდნენ წინაღობები სინამდვილის გავრცელების გზაზე, მიანიჭებენ რა უპირატესობას მოვლენების განვითარების ამა თუ იმ ვერსიას. სხვადასხვა მხარეს მიმართული ინფორმაციული ნაკადები წინუსწრებს კონფლიქტის ღია ფორმებში გადასვლას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში.’ თუ გიდენსი […]

ნეოლიბერალური საჯარო მენეჯმენტის სიმახინჯე

ალბათ ბევრი თქვენგანი დაფიქრებულა თუ რატომ ხდება, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში მოდაშია საჯარო თანამდებობებზე ისეთი ხალხის დანიშვნა, რომლებსაც მოცემულ სფეროსთან არანაირი კავშირი არა აქვთ. რა აზრი აქვს მთავარ არქიტექტორად ბუღალტრის დანიშვნას? ვისაც ამ კითხვაზე პასუხის მოფიქრება უცდია ალბათ დაინტერესბულა იმითაც თუ რატომ ხდება უმაღლეს სასწავლებლებში კადრების შეფასება ძირითადად რაოდენობრივი მაჩვენებლებით (სტატიების რაოდენობა, მაგალითად). რატომ […]