არ არსებობს უმუშევარი ქალი – 8 მარტის მსვლელობა და მანიფესტი

დამოუკიდებელი პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელი” 8 მარტს, თბილისში, მშრომელ ქალთა მსვლელობას აანონსებს და ვრცელ მანიფესტს აქვეყნებს, რომელიც ქალებისა და მათი ოჯახების სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება და მოგიწოდებთ, შეუერთდეთ  სარვამარტო დემონსტრაციას. “8 მარტს  ჩვენ გამოვდივართ მშრომელი ქალებისთვის, რადგან არ არსებობს უმუშევარი ქალი!” – წლევანდელი ღონისძიების მთავარი სლოგანია. მედია-პლატფორმა European.ge უერთდება 8 მარტის მსვლელობას […]

უნივერსალური უფლება კაპიტალიდან შემოსავალზე

ნუთუ მე არ მსურს, ჩემს შვილებს გააჩნდეთ მცირე დანაზოგი, რომელიც მათ სიღარიბის შიშისგან დაიცავდა და საკუთარ ნიჭიერებაში უშიშრად ინვესტირების საშუალებას მისცემდა?

რამდენიმე სახელდახელო მოსაზრება საქართველოში არსებული მემარცხენე სცენის შესახებ

სწორედ ახლა, როცა რეაქციამ ყველა სფეროში გაიმარჯვა და მტკიცედ დგას, საჭიროა გრამშისეული „გონების პესიმიზმი“.

სამართლიანობა კანონზე მაღლა!

,,უფლებებს არ იძლევიან, უფლებებს იღებენ” _ ასეთი იყო ,,ლაბორატორია1918″-ის ერთერთი ლოზუნგი საპირველმაისო დემონსტრაციაზე. ერთი შეხედვით ამ შინაარსის აღქმა რთულია, მაგრამ თუ მისი შინაარსი გესმით, ესეიგი გესმით, როგორ ვითარდება საზოგადოება, როგორ იცვლება სოციალური კანონები, რას ეფუძნება დემოკრატია და როგორი ფორმირდება ძალთა ბალანსი სოციალურ ჯგუფებს შორის. ყველა განხორციელების შესაძლებლობით გამყარებული უფლება, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში ადამიანებმა ეტაპობრივად მოიპოვეს, […]

თავისუფლება და თანასწორობა – დილემა, თუ პერსპექტივა?

ყველაზე მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრიბუნებიდან, ისევე როგორც მსოფლიოს ქუჩებსა თუ საჯარო  დარბაზებში, სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომლის მართებულობას 2001 წელს, გენუაში ანტი–გლობალისტურ დემონსტრაციაზე კარლო ჯულიანის  მკვლელობის შემდეგ საღად მოაზროვნე ადამიანები თანდათან აცნობიერებენ: კაპიტალიზმის გაბატონებული ლოგიკა უნდა შეიცვალოს! და კვლავ, უმთავრეს შეკითხვად რჩება – რითი? რა შეიძლება იყოს ნეოლიბერალურ კატეხიზმოსა და ვაშინგტონის კონსენსუსზე დაფუძნებული […]

თავისუფლება თუ ’თავისუფლება’

თავისუფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება უკვე კარგა ხანია იქცა სხვადასხვა მოძრაობების, ჯგუფების, ლიდერების თუ იდეოლოგიების საკვანძო საკითხად. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეს ამ სიტყვის ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარად  ხდება. წინამდებარე სტატიის მიზანი იქნება ახსნას თუ რამდენად ეძლევათ მოქალაქეებს შესაძლებლობა ისარგებლონ თავიანთი სამოქალაქო თავისუფლების უფლებით. არის თუ არა აუცილებელი სოციალურ–პოლიტიკურ პროცესებში მაქსიმალურად ყველა მოქალაქის ჩართულობა, იმისათვის რათა […]