დღის წესრიგი: მდგრადი განვითარების მიზნები – 2030

25-27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე საიუბილეო სესიაზე, 193 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრი,  შეთანხმდება მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებზე. მდგრადი განვითარების ახალმა დღის წესრიგმა უნდა უზრუნველყოს უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადაწყვეტა ყველა ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მომავალ 15 წლის განმავლობაში მსოფლიომ უნდა მიაღწიოს სულ მცირე სამ რამეს-დამთავრდეს უკიდურესი სიღარიბე, შეჩერდეს კლიმატის ცვლილება და გარემოს დეგრადაცია, […]