სოციალისტების წარმატებული საარჩევნო კვირა ევროპაში

საარჩევნო თვალსაზრისით, მაისის პირველი კვირა ევროპელი მემარცხენეებისათვის ძალიან გადატვირთული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საარჩევნო დონეზე ხუთი არჩევნები გაიმართა. მათ უმრავლესობაში სოციალისტმა კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს და რაც მთავარია ამ ხუთიდან ყველაზე მნიშვნელოვან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოახერხეს. სადაც სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა და საფრანგეთის 24-ე პრეზიდენტი გახდა. 2012 […]

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ძირითადი პროგრამული დებულებები

Wofürwirstehen – რას წარმოვადგენთ სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ფრაქცია ევროპის პარლამენტში (S&D Group). ძირითადი პროგრამული დებულებები, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის წინასიტყვაობით. გერმანულიდან თარგმნა ლევან ლორთქიფანიძემ. წინასიტყვაობა სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა, ახალი სამუშაო ადგილების მიღწევა, ეკონომიკის ზრდა, საფინანსო ბაზრების რეფორმირება, კლიმატის ცვლილების კონტროლი, თანასწორობის პრინციპის დაწინაურება, ძლიერი და დემოკრატიული ევროპა – ეს გახლავთ S&D Group-ის პროგრამა […]