საქართველო ბერლუსკონიზაციის გზაზე

ამას წინათ ამერიკის ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნების მერე, ოპოზიციის მხრიდან ამ კვლევების კრიტიკული შეფასებები გაისმა.  თუმცა ნაკლებად დავინახეთ თვითრეფლექსია:  რატომ არის რომ ‘ქართულ ოცნებას’ ან სხვა ოპოზიციას ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეთ?   პირდაპირ რომ ვთქვათ ეს რეიტინგები არც მთლად შორსაა სინამდვილისაგან.  სააკაშვილი მის მთავარ კონკურენტებს უგებს.  ის დღეს საქართველოს მთავარი ოლიგარქია, რომლის ჯგუფიც […]

მიმტმასნებლობა და გადამგდებობა

ტყუილია რომ დემოკრატიას ქმნის კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი. ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც, მაგრამ დემოკრატია მაინც ვერ იქნება, თუკი მას აკლია კიდევ ერთი, საკმაოდ ბუნდოვანი, მაგრამ არანაკლებ არსებითი კომპონენტი – პოლიტიკური ქცევის ეთიკა. ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება – მუდმივი ბალანსირება განუხორციელებელ იდეალებსა და ამ იდეალებისგან მეტად შორს მდგარ რეალობას შორის. თუკი ვერ იტან […]

რატომ გვაშინებენ ”პრორუსული” ძალებით

ყველა რეჟიმს, მიუხედავად მისი ხასიათისა, ლეგიტიმაციის წყარო ესაჭიროება. დემოკრატიის ლეგიტიმაცია ხალხის სუვერენულობას ეფუძნება, ტოტალიტარიზმის იდეოლოგიას, ხოლო ავტორიტარიზმის კი, უმეტეს შემთხვევაში ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნის საზოგადოებაში არსებულ როგორც შიდა პოლიტიკური, ისე საგარეო პოლიტიკური არასტაბილურობის განცდასა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიშს, რომელიც, როგორც წესი, მძიმე სოციალური მდგომარეობით არის განპირობებული. ავტორიტარულ ელიტას  მონოპოლიზირებული აქვს რა საზოგადოების სოციალური ემანსიპაციისთვის […]

სიყვარულის დოქტრინა საქართველოსთვის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და ‘ქართულ ოცნებას’

პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ გულწრფელად ვგულშემატკივრობ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი ძალის გამოჩენას თქვენი ორგანიზაციის სახით, რადგანაც ეს არის ალბათ უკანასკნელი შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს მონური ცხოვრება და შიმშილით სიკვდილი მომავალი 30-40 წლის განმავლობაში. სააკაშვილის კარგად მომართულ მანქანას ნამდვილად უნდა მოეძებნოს უფრო ადამიანური ალტერნატივა, რომელიც პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების კარგად ყოფნაზე იფიქრებს.  ბოლო […]